გეოგნოზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეოგნოზია[1] (გერმ. Geognosie; ბერძ. ge — მიწა და gnosis — ცოდნა) — მეცნიერების ყოფილი სახელწოდება მინერალების, ქანებისა და მადნის შესახებ, რომელიც იხმარებოდა XVIII-XIX საუკუნეების ლიტერატურაში. ტერმინი წარმოიშვა გერმანიაში XVIII საუკუნეში. ფართოდ გამოიყენებოდა გერმანიასა და რუსეთში, რომელიც შემოიფარგლებოდა ხმელეთის ზედაპირზე არსებული ქანების აღწერით. ამ ტერმინს იყენებდა გერმანელი გეოლოგი აბრაამ გოტლობ ვერნერი (1780). იმ პერიოდში გეოლოგია აღწერითი ხასიათის მეცნიერება იყო, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც მეცნიერება დედამიწის წარმოშობისა და ისტორიის შესახებ.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან გეოგნოზია როგორც ტერმინი ხმარებიდან გამოდიოდა, ხოლო XIX საუკუნის ბოლოსათვის გეოლოგიამ იგი საბოლოოდ განდევნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Laux Karl Steier, Ausführliches Esperanto-Deutsches Wörterbuch, 1923, temas pri Zamenhofa vorto.