ნუგზარ შატაიძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
ხაზი 66: | ხაზი 66: | ||
* ''შუშის ნამსხვრევი'' (2003) |
* ''შუშის ნამსხვრევი'' (2003) |
||
* ''პეიტარი'' (1988) |
* ''პეიტარი'' (1988) |
||
* ''ხარება და გოგია'' (1987) |
* ''[[ხარება და გოგია]]'' (1987) |
||
==პრიზები და ჯილდოები== |
==პრიზები და ჯილდოები== |
07:25, 22 სექტემბერი 2011-ის ვერსია
ნუგზარ შატაიძე | |
---|---|
ფაილი:Nugza Shataidze.jpg ნუგზარ შატაიძე | |
დაბადების თარიღი |
9 მარტი, 1944 თბილისი |
დაკრძალულია | თბილისი |
ეროვნება | საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
პროფესია | მწერალი, დრამატურგი, ესეისტი |
მეუღლე(ები) | ელისაბედ ყვავილაშვილი |
შვილ(ებ)ი | ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი |
მშობლები |
მამა: ვახტანგ შატაიძე დედა: ელენე ხიზამბარელი |
ჯილდოები | პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (გაღმა ნაპირი) გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საფრანგეთი, 2009 |
[1] |
ნუგზარ შატაიძე (* 9 მარტი, 1944, თბილისი, საქართველო — გ. 10 თებერვალი, 2009,თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი.
ბიოგრაფია
ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. მისი მშობლები სახელოვანი გვარის წარმომავლები იყვნენ, განსაკუთრებით დედა — ელენე, სახელგანთქმული ხიზამბარელების ოჯახიდან; მამა — ვახტანგ შატაიძე, ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება ყოფილა. მეუღლე — ელისაბედ ყვავილაშვილი. შვილები — ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი.
ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილი ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო.
მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ „ლელო“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.
დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და სხვათა შემოქმედებამ, უფრო გაუძლიერა და გაუღვივა ინტერესი და სიყვარული მწერლობისადმი.
მისი პირველი მოთხრობა თეთრი ყვავილები დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“.
1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“.
არის მრავალი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ტელესერიალ ცხელი ძაღლის სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.
გამოცემული წიგნები
- მოთხრობები, 1979
- მოლხინო, 1986
- სოფლის ძველი სახლი, 1990
- მიწა თავისას მოითხოვს, 1994
- ელიქარი, 1996
- ხელეური, 1998
- ევროპაში რა მინდოდა, 2004
- პურის მოთხრობა, 2005
- ტრამვაი №7, 2005
- შეხვედრა, 2010
სცენარის ავტორი
- გაღმა ნაპირი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ( 2008)
- მიახლოება, სცენარის თანაავტორი რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილთან ერთად, (1989).
- პეიტარი ( 1988)
- ლომა ( 1987)
- მევლუდი ( 1985)
რადიოდადგმები
- მეკვლე
- დაჭრილი წერო
- დაბრუნება
გადაღებულია ფილმებში
- შუშის ნამსხვრევი (2003)
- პეიტარი (1988)
- ხარება და გოგია (1987)
პრიზები და ჯილდოები
- მწერალთა კავშირის პრემია (1995–1996)
- სახელმწიფო პრემია (1996)
- ღირსების ორდენი
- „ილიას ფონდის" პრემია
- პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (გაღმა ნაპირი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი) გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე (საფრანგეთი) — 2009
- ლიტერატურული პრემია "საბა" ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ წიგნისათვის ნოემბრის წვიმა — 2005