გაღმა ნაპირი
იერსახე
| „გაღმა ნაპირი“ | |
|---|---|
|
| |
| დამდგმელი რეჟისორი | გიორგი ოვაშვილი |
| პროდიუსერი |
გიორგი ოვაშვილი, საინ გაბდულინი |
| სცენარის ავტორი | ნუგზარ შატაიძე |
| როლებში |
თედო ბექაური, გალობა გამბარია ნიკა ალაჯაჯევი |
| კომპოზიტორი | იოსებ ბარდანაშვილი |
| ხმის ოპერატორი |
ვლადიმერ გოლოვნიცკი, ნეზამედინ კიაიე |
| ოპერატორი | შაჰრიარ ასსადი |
| მონტაჟი | სუნ-მიმ კიმი |
| მხატვარი | მერაბ ჯოხაძე |
| სტუდია | ეროვნული კინოცენტრი |
| გამოსვლის თარიღი | 2009 |
| ხანგრძლივობა | 90 წთ |
| ქვეყანა |
|
| ენა | ქართული |
| ბიუჯეტი | 750000 აშშ დოლარი |
| საიტი | www.theotherbank.info |
გაღმა ნაპირი — ქართული მხატვრული ფილმი. რეჟისორი - გიორგი ოვაშვილი. გამოვიდა 2009 წელს.
ფილმის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]12 წლის ბიჭს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილთა თაობას მიეკუთვნება, ცხოვრება მრავალ წინააღმდეგობას უმზადებს. სამოქალაქო ომმა თედოს წაართვა ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებია. ფილმი მოგვითხრობს თედოს მცდელობაზე, დაიბრუნოს იმედი და რწმენა საკუთარ თავში.[1]
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თედო ბექაური (თედო)
- გალობა გამბარია (წუპაკი)
- ნიკა ალაჯაჯევი (გოშკა)
- თამარ მესხი (მარიამი)
- ჯანო იზორია (იანგული)
- ლია აბულაძე (ზიტა)
- არჩილ თაბუკაშვილი (მაღალი)
- თემო გოგინავა (დაბალი)
- ბერდია ინწკირველი (დაური)
- ლერი ზარდიაშვილი (მძღოლი)
- ლეილა ქოქოსაძე (მარო ბებო)
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის პრემიერა გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს საკონკურსო პროგრამაში „თაობა“.
2009 წელის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი აგრძელებს თავის საფესტივალო და ეკრანულ ცხოვრებას.
- პრიზები და ნომინაციები
- რუსეთის კინოაკადემიის ჯილდოს, „ნიკა“-ს ნომინანტი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში (2010)
- ტრომსოს საერთაშორისო კ/ფესტივალი (ნორვეგია) (2010) – ნორვეგიის მშვიდობის პრიზი
- დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში) (2010) – საუკეთესო აზიური ფილმი
- დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში) (2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (თედო ბექაური)
- პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (თედო ბექაური)
- 2009 წლის საქართველოს კანდიდატი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე, კატეგორიაში „საუკეთესო უცხოურ ენოვანი ფილმი“
- 2009 წლის ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი კატეგორიაში „ევროპული კინოს აღმოჩენა“
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოლიმპია“ (საბერძნეთი) – ჟიურის სპეციალური დიპლომი
- ინდოეთის საერთაშორისო კ/ფესტივალი (გოა, ინდოეთი) – ჟიურის სპეციალური პრიზი „ვერცხლის ფარშევანგი“
- გონფრევილის საერთაშორისო კ/ფესტივალი (საფრანგეთი) – პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (ნუგზარ შატაიძე)
- გონფრევილის საერთაშორისო კ/ფესტივალი (საფრანგეთი) – საბავშვო კ/ფესტივალების მსოფლიო ორგანიზაციის CIFFEJ-ის პრიზი
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „ნოეს კიდობანი“ (მოსკოვი, რუსეთი) – პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „ნოეს კიდობანი“ (მოსკოვი, რუსეთი) – პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის (შაჰრიარ ასსადი)
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „ლისტოპადი“ (მინსკი, ბელარუსი) – პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის
- საერთაშორისო კ/ფესტივალი Asiaticafilmmediale (რომი, იტალია) – ფესტივალის მთავარი პრიზი „2009 წლის საუკეთესო აზიური მხატვრული ფილმი“
- Noordelijk საერთაშორისო კ/ფესტივალი (ნიდერლანდები) – ჟიურის სპეციალური დიპლომი
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „MOLODOST“ (კიევი, უკრაინა) – პრიზი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისათვის
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოქროს ფორთოხალი“ (ანტალია, თურქეთი) „ოქროს ფორთოხალი“ – პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოქროს ფორთოხალი“ (ანტალია, თურქეთი) „ოქროს ფორთოხალი“ – პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისათვის (თედო ბექაური)
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოქროს ფორთოხალი“ (ანტალია, თურქეთი) თურქ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი.
- რუმინეთის საერთაშორისო კ/ფესტივალი (არადი, რუმინეთი) – ფესტივალის მთავარი პრიზი „საუკეთესო რეჟისორი“
- ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო კ/ფესტივალი BUSTER (კოპენჰაგენი, დანია) – ფესტივალის მთავარი პრიზი „საუკეთესო საბავშვო ფილმი“
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „კინოშოკი“ (ანაპა, რუსეთი) – ჟიურის სპეციალური დიპლომი
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოქროს გარგარი“ (ერევანი, სომხეთი) – ფესტივალის გრანპრი „ოქროს გარგარი“
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოქროს გარგარი“ (ერევანი, სომხეთი) – ეკუმენიკური ჟიურის პრიზი
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „პარიზ სინემა“ (პარიზი, საფრანგეთი) – ფესტივალის მთავარი პრიზი “METROBUS”
- საერთაშორისო კ/ფესტივალი Cines del Sur (გრანადა, ესპანეთი) – ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ალჰამბრა“
- სიეტლის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) – ფესტივალის მთავარი პრიზი „ჟიურის დიდი პრიზი“
- სიეტლის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) – კინო კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი FIPRESCI
- საერთაშორისო კ/ფესტივალი GO EAST (ვისბადენი, გერმანია) – ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ლილია“ და კონცერნ „შკოდა“-ს ჯილდო
- საერთაშორისო კ/ფესტივალი GO EAST (ვისბადენი, გერმანია) – კინო კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ფრიზი FIPRESCI
- ბელგრადის საერთაშორისო კ/ფესტივალი FEST 2009 – ჟიურის სპეციალური პრიზი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-23. ციტირების თარიღი: 2009-11-01.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილმი დაფუძნებულია ნუგზარ შატაიძის ნაწარმოებ-"მოგზაურობა აფრიკაში" მხოლოდ სახელწოდება აქვს შეცვლილი და დანარჩენი ყველაფერი ზუსტად იგივე არის
- გაღმა ნაპირი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „გაღმა ნაპირი“ — ეროვნული ფილმოგრაფია
| |||||