არაბეთის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მ კატეგორიის ჩამატება ზღვები (HotCat-ის გამოყენებით) |
||
ხაზი 89: | ხაზი 89: | ||
[[yo:Òkun Arábíà]] |
[[yo:Òkun Arábíà]] |
||
[[zh:阿拉伯海]] |
[[zh:阿拉伯海]] |
||
[[კატეგორია:ზღვები]] |
21:53, 10 დეკემბერი 2010-ის ვერსია
არაბეთის ზღვა (არაბ. بحر العرب) - წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის ნაწილს. ესაზღვრება: აღმოსავლეთით - ინდოეთი, ჩრდილოეთით - პაკისტანი და ირანი, დასავლეთით - არაბეთის ნახევარკუნძული. ზღვის ძველი სახელწოდებებია სინდჰის ზღვა და ერითრეის ზღვა.
არაბეთის ზღვის ზედაპირის ფართობია 3,862,000 კმ.კვ. მაქსიმალური სიგანე შეადგენს 2,400 კმ-ს, მაქსიმალური სიღრმე - 4,652 მეტრს. ყველაზე დიდი მდინარე, რომელიც ამ ზღვაში ჩაედინება, არის ინდი. სხვა მდინარეთაგან აღსანიშნავია: ნეტრავატჰი, შარავატჰი, ნარმადა, ტაპტი, მაჰი და ინდოეთის შტატ კერალას სხვა მრავალი მდინარე.
არაბეთის ზღვა მოიცავს ორ მნიშვნელოვან განშტოებას - ჩრდილო-დასავლეთით ადენის ყურეს, რომელიც თავის მხრივ ბაბ-ელ-მანდების სრუტით დაკავშირებულია წითელ ზღვასთან და ჩრდილო აღმოსავლეთით - ომანის ყურეს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია სპარსეთის ყურესთან.
არაბეთის ზღვის უდიდესი კუნძულებია სოკოტრა (აფრიკის კონცხთან), მასირა (ომანის სანაპიროსთან), ასევე ლაქშადვიპის არქიპელაგი ინდოეთის სანაპიროსთან.
ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს სახელმწიფოები: სომალი, ჯიბუტი, იემენი, ომანი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი და მალდივის კუნძულები.