ბელოსტოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: el:Μπιάλιστοκ
ბოტის დამატება: vi:Białystok
ხაზი 172: ხაზი 172:
[[szl:Bjołystok]]
[[szl:Bjołystok]]
[[uk:Білосток]]
[[uk:Білосток]]
[[vi:Białystok]]
[[vo:Białystok]]
[[vo:Białystok]]
[[war:Białystok]]
[[war:Białystok]]

15:50, 18 აგვისტო 2010-ის ვერსია

ქალაქი
ბელოსტოკი
Białystok

ბრინიცკის სასახლე
დროშა გერბი

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
სავოევოდო პოდლასი
შიდა დაყოფა Osiedle Centrum, Osiedle Białostoczek, Sienkiewicza, Osiedle Bojary, Osiedle Piaski, Osiedle Przydworcowe, Osiedle Młodych, Białystok, Osiedle Antoniuk, Osiedle Jaroszówka, Osiedle Wygoda, Białystok, Osiedle Piasta I, Białystok, Osiedle Piasta II, Białystok, Osiedle Skorupy, Osiedle Mickiewicza, Białystok, Osiedle Dojlidy, Osiedle Bema, Białystok, Osiedle Kawaleryjskie, Nowe Miasto (Białystok), Osiedle Zielone Wzgórza, Białystok, Osiedle Starosielce, Osiedle Słoneczny Stok, Osiedle Leśna Dolina, Osiedle Wysoki Stoczek, Osiedle Dziesięciny I, Osiedle Dziesięciny II, Osiedle Bacieczki, Białystok, Osiedle Zawady, Osiedle Dojlidy Górne, Białystok და Osiedle Bagnówka, Białystok
კოორდინატები 53°07′00″ ჩ. გ. 23°09′00″ ა. გ. / 53.11667° ჩ. გ. 23.15000° ა. გ. / 53.11667; 23.15000
ქალაქის მერი თანუშ ტრუსკოლიასკი
დაარსდა 1692
პირველი ხსენება 1437
ფართობი 102.12 კმ²
ცენტრის სიმაღლე 160
მოსახლეობა 294,399 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 2,882.9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +48 91
საფოსტო ინდექსი 15-001
საავტომობილო კოდი BI
ოფიციალური საიტი bydgoszcz.eu
ბელოსტოკი — პოლონეთი
ბელოსტოკი

ბელოსტოკი (პოლ. Białystok, ბელარ. Беласток, ლიეტ. Balstogė)  - არის უდიდესი ქალაქი ჩრდილოაღმოსავლეთ პოლონეთში და მეორე ქალაქი მოსახლეობის სიმჭიდროვით მთელს ქვეყანაში, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 2,882.9 ადამიანს. ეს ადგილი მდებარეობს პოლონეთ-ბელორუსიის და პოლონეთ-ლტვის ოფიციალური საზღვრების საიხლოვეს და შენის პოდლასის სავოევოდოს შემადგენლობაში. 2009 წლის ივნისში ჩატარებული აღწერის შედეგად აქ სახლობს 294,399 ადამიანი.[1] 1921 წლიდან 1998 წლამდე, ეს ქალაქი შედიოდა ბელოსტოკის სავოევოდოს შემადგენლობაში, 1999 წლიდან კი შევიდა პოდლასის შემადგენლობაში.

ქალაქში მიედინება მდინარე ბიალა, აქ კლიმატი კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა შეადგენს -5 °C, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 7 °C. ქალაქი ბელოსტოკი იყოფა 28 ადმინისტრაციულ ერთეულდა.

ისტორია

ეს ადგილი პირველად იხსენიება 1437 წლიდან. ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერია ლიტვის დიდი სამთავრო, სწორედ მის შემადგენლობაში შედიოდა ეს ტერიტორიაც. ამ პერიოდში, აქ აიგო პირველი ხიდი და ეკლესია. უკვე იწყება ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის დასახლებაც და უკვე 1692 წლიდან ეს ადგილი ქალაქად იხსენიება.

ფაილი:GreatSynagogueBialystok.jpg
დიდი სინაგოგა ბელოსტოკში

1795 წლიდან უკვე ეს ქალაქი ექცევა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამ ქალაქში საკმაოდ ბერვი ებრაელი ცხოვრობდა, 1897 წელს ჩატარებული რუსული აღწრის შედეგად, ბელოსტოკში ცხოვრობდა 66,000 ადამიანი, აქედან 41,900 ებრაელი[2] (მთელი ქალაქის მოსახლეობის 63%).

მირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, განხორციელდა ბელოსტოკზე მძიმე დაბომბვები. 1915 წლის 31 აგვისტოს გერმანელმა სარდლებმა აიღეს ეს ქალაქი. ამ ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, ეს ქალაქი სხვა ტერიტორიებთა ერთად შევიდა ბელორუსიის სახალხო რესპუბლის შემადგენლობაში. 1919 წლის 19 თებერვალს უკვე ეს ტერიტორია უბრუნდება პოლონეთს. 1920 წელს დაწყებული პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს, ამ ქალაქზე განხორციელდა დაბომბვები, საბჭოელების მიერ. ომში პოლონეთის გამარჯვებით ეს ქალაქი კვლავ პოლონეთს დარჩა.

1939 წელს დაწყებული მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთი პოლონეთი, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საფუძველზე ოკუპირებული იქნა საბჭოთა კავშირის მიერ. ბელოსტოკი სხვა პოლონურ ქალქებთან ერთან სსრკ-ს შემადგენლობაში მოექცა. 1941 წლის 27 ივნისს გერმანიამ დაიპყრო აღმოსავლეთი პოლონეთი, ქალაქ ბელოსტოკის უკვე გერმანელები სამხედროები აკონტროლებდნენ, აქ მცხოვრები 56,000 ებრაელი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1944 წელს ეს ტერიტორიები საბჭოთა რმიის მეშვეობით გათავისუფლებული იქნა გერმანელებისაგან.

დაძმობილებული ქალაქები

გალერეა

ქალაქ ბელოსტოკში მრავალ ისტორიული შენობა და მუზუმი მდებარეობს. ქალაქში კულტურის განვითარება ჯერ კიდევ პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოდან იწყბა. აქ არის მრავალი ბაღი და ეკლესია-მონასტერი.

სხვა არქიტექურული ძგლები

ინტერნეტ რესურსები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Central Statistical Office, Warsaw 2009, Population. Size and Structure by Territorial Division, as of June 30, 2009 (PDF). ციტირების თარიღი: 2009-12-31.
  2. Joshua D. Zimmerman, Poles, Jews, and the politics of nationality, Univ of Wisconsin Press, 2004, ISBN 0-299-19464-7, Google Print, p.16
  3. Kaliningrad - Partner Cities. © 2000-2006 Kaliningrad City Hall. ციტირების თარიღი: 2008-12-08.