სოფიო მარიდაშვილის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოფიო მარიდაშვილის სახლი — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, აგებულია 1934-1935 წლებში. ეკუთვნოდა სოციალისტური შრომის გმირს, მეჭარხლე სოფიო მარიდაშვილის (1908-1971 წლებში).

სახლი ორსართულიანია. პირველ სართულზე მარანია, მეორე სართულზე — ორი ოთახი. სამხრეთით პატარა აივანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]