სონამ კაპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სონამ კაპური
Sonam Kapoor at Jio Mami Mumbai film festival’s word to screen market (06) (cropped).jpg
სონამ კაპური 2018 წელს
დაბ. თარიღი 9 ივნისი, 1985 (1985-06-09) (34 წლის)
ჩემბური, მუმბაი, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2007-დან დღემდე

სონამ კაპური (ინგლ. Sonam Kapoor, დ.9 ივნისი, 1985, ჩემბური, მუმბაი, ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონამ კაპური დაიბადა 1985 წლის 9 ივნისს ჩემბურში, მუმბაი][1]. ის არის ცნობილი იდოელი მსახიობის, ანილა კაპურისა და ყოფილი მოდელის, სუნიტა კაპურის უფროსი შვილი[2]. ის, სურინდერა კაპურის შვილიშვილი და სანჯა კაპურისა და პროდიუსერების, ბინი კაპურისა და სანდიპა მარვახას დიშვილია. მას ჰყავს და - რეია და ძმა - ხარვანდხანი. მისი ბიძაშვილები, არჯუნ კაპური და რანვირ სინგხი ასევე მსახიობები არიან.

სონამი სწავლობდა ჯუხუს სკოლაში Arya Vidya Mandir, შემდეგ კი ჩააბარა სინგაპურში United World College of South East Asia-ში, სადაც ორი წლის განმავლობაში სწავლობა. ის ასევე სწავლობდა პოლიტოლოგიასა და ეკონომიკას აღმოსავლეთ ლონდონის უნვიერსიტეტში. სონამ კაპური საუბრობს შემდეგ ენებზე: ჰინდი, ურდუ, მარათული, პენჯაბური, ინლისური.

2018 წლის 8 მაისს სონამ ცოლად გაჰყვა მეგობარს, ბიზნესმენ ანანდ ახუჯუს, რომელსაც ოთხ წლის განმავლობაში ხვდებოდა[3].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსახიობო კარიერის დაწყებამდე სონამ კაპური რანბირ კაპურთან ერთად ასისტენტად მუშაობდა სანჯაი ლილა ბანსალთან, ფილმ „სიბნელის“ (2005) გადაღებისას[2].

მისი დებიუტი შედგა სანჯაი ლილა ბანსალის ფილმ „საყვარელში“, ფილმი ეფუძნება თედორე დოსტოევსკის ნამუშევარს. ფილმში მისი პარტიორი რანბირ კაპური იყო. ფილმმა ინდოეთში წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა საზღვარგარეთ დიდი აღიარება ჰპოვა. სონამი ნომინირებული იყო რამდენიმე ცნობილ კინოპრემიაზე და მიიღო Stardust Awards-ის ჯილდო „ხვალინდელი სუპერვასრსკვლავი“. 2009 წელს მისი მეორე ფილმი გამოვიდა „დელი-6“, ასევე აღიარებული კრიტიკოსებისგან, მაგრამწარუმატებელი. ის იყო ნაჩვენები ვენეციისა და დუბაის კინოფესტივალებზე. ამ როლისთვის სონამი ნომინირებული იყო Asian Film Awards-ის ნომინაციაზე „წლის საუკეტესო დებიუტი“.

2010 წელს ის გადაიღეს პუნიტა მალხოტრასა და კომპანია Dharma Production-ის ფილმში „მე არ მიყვარს სიყვარულის იტორია“, სადაც სონამი იმრან ხანთან ერთად თამაშობდა. ფილმმა დიდი აღიარება მოიპოვა ინდოეთსა და მის საზღვრებს გარეთ. ეს იყო სონამის პირველი კომერციული ჰიტი. მისი მეორე ფილმი 2010 წელს აიშა იყო ჯეინ ოსტინის რომანის ადაპტაცია. ფილმმა საშუალო კომერციულო მოგება აჩვენა, თუმცა სონამმა შესრულებული როლისთვის დიდი მოწონება დაიმსახურა. კრიტიკოსთა ქებამ ხელი არ შეუშალა Golden Kela Awards-ის ჯილდოს მიღებას „ყველაზე ცუდი მსახიობის“ ნომინაციაში[4].

პირველი მისი მთავარი ფილმი გახდა „მადლობა“. ფილმი გააკრიტიკეს, თუმცა საშუალო შეფასება მაინც დაიმსახურა. მისმა მეორე ფილმმა „წელიწადი დროები“ ეკონომიკური კრახი განიცადა, თუმცა ის აღიარეს კინოკრიტიკოსებმა და მისი ჩვენება გაიმართა ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალზე. 2012 წელს სონამის მხოლოდ ერთი ფილმი გამოვიდა „მოთამაშეები“, რომელიც ფილმის „ქურდობა იტალიურად“ მსგავსი იყო. გადაღებების ნაწილი რუსეთშიც მიმდინარეობდა. ფილმი დაბალგაყიდვადი იყო და კრიტიკოსთა დაბალი შეფასებები დაიმსახურა.

2013 წელს გამოვიდა სონამის ორი ფილმი: „გაიქეცი, მელკა, გაიქეცი“ ფარხან ახტარომთან ერთან. ეს გახდა წლის საუკეთესო ფილმი Filmfare-ის ვერსიით. მეორე ფილმი კი იყო „უიმედოდ შეყვარებული“ ჯანუშთა ერთად. ამ ფილმმა მას მუტანა პირველი გამარჯვება Filmfare Award-ზე ნომინაციაში „საუკეთესო ქალის როლი“[5].

ის ასევე გადაღებულია Coldplay-სა და ბიონსეს სიმღერა Hymn for the Weekend-ის კლიპში (ალბომი A Head Full of Dreams). კლიპის პრეზენტაცია შედგა 2016]] წლის 29 იანვარს. სონამ კაპური ჩანს კლიპის დასასრულს, თუ როგორ მირბის ის ფერად სარიში გამოწყობილი და როგორ ისვრის ყვავილებს ჰაერში[6].

ამავე წელს გამოვიდა ფილმი „ნირჯა“, რომელშიც სონამი ნირჯა ბხანოტის, ბორტ-გამცილებლის როლს ასრულებს, რომელიც ტერორისტებისგან მგზავრთა გადარჩენისას დაიღუპა. ფილმს ჰქონდა კომერციული წარმატება და დადებითი შეფასება დაიმსახურა კრიტიკოსთა მხრიდან. ასევე, მან მსახიობს Filmfare Award-ის ნომინაციაში „საუკეთესო ქალი მსახიობი“ წარმატება მოუტანა. სონამს ასევე გადასცეს ნაციონალური კინოპრემია.

2018 წელს გამოვიდა სამი ფილმი სონამის შევრულებით: „Veere Di Wedding“, რომელშიც ასევე თამაშობნენ კარინა კაპური, სვარა ბხასკარი და დამწყები მსახიობი შიკხა ტალსანია[7]; „ჩანაცვლება“ - აკშაი კუმართან ერთად[8], რომელმა ფილმაც კრიტიკოსთა გასხვავებული შეფასება დაიმსახურა; ბიოგრაფიული ფილმი სანჯაი დატიზე,სადაც ითამაშა მთავარი გმირის მეგობრის როლი, რომლის იმიჯიც ეფუძნება მსახიობ თინა მუნიმის[9] პიროვნებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sonam Kapoor“, Hindustan Times, 2013-07-23. წაკითხვის თარიღი: 2013-11-12. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2014-12-11. 
  2. 2.0 2.1 Sonam Kapoor Profile. Zee News. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-17. წაკითხვის თარიღი: 2012-04-24.
  3. Bride-to-be Sonam Kapoor reveals the 'rule' Anand Ahuja has put on both of them. Daily News and Analysis (2018-05-05). წაკითხვის თარიღი: 2018-05-10.
  4. Golden Kela Awards Winner. წაკითხვის თარიღი: 30 января 2014.
  5. 59th Idea Filmfare Awards nominations. Filmfare (2014-01-13). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2014-01-14.
  6. Sonam Kapoor in Colplay’s new song ‘Hymn For the Weekend’ with Beyonce. The Indian Express (2016-01-30). წაკითხვის თარიღი: 2016-01-31.
  7. Kareena Kapoor Khan and Sonam Kapoor come together for 'Veere Di Wedding'“, The Times of India, 14 June 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-06-19. 
  8. Iyer, Sanyukta. “Akshay Kumar begins filming the Twinkle Khanna-produced Padman“, Mumbai Mirror, 15 March 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2017-04-12. 
  9. Jha, Subhash K.. (14 February 2017) «I wouldn’t have survived if the audience was not responsive» – Sonam Kapoor. Bollywood Hungama. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2017-02-19.