შინაარსზე გადასვლა

რანბირ კაპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რანბირ კაპური
დაბადების სახელი რანბირ რიში კაპური
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1982 (1982-09-28) (42 წლის)
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა მსახიობი, კინოპროდიუსერი
აქტიური 2007-დან დღემდე
ჯილდოები Filmfare Awards

რანბირ კაპური (ინგლ. Ranbir Kapoor, დ.28 სექტემბერი, 1982, მუმბაი, ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი და პროდიუსერი.

საკუთარი კარიერის დასაწყისში იყო პროდიუსერ სანჯაი ლილა ბანსალის ასისტენტი ფილმ „სიბნელის“ (2005) გადაღებისას. მისი დებიუტი 2007 წელს შედგა სანჯაი ლილა ბანსალის ფილმ „საყვარელში“ შედგა მსახიობ სონამ კაპურთან ერთად. წარმატება კიემატოგრაფიაში რანბირს შემდეგმა ფილმებმა მოუტანეს: „გაიღვიძე, სიდ!“, „უცნაური სიყვარულის საოცარი ისტორია“ (2009), „პოლიტიკოსები“ (2010), „როკ-ვარსკვლავი“ (2011), „ბარფი“ (2012), „ეს გიჟი ახალგაზრდები“ (2013).

2015 წელს რანბირი ჟურნალ Forbes-ის გამოკვლევების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში აღმოჩნდა, მანდ გამოიმუშავა მილიონი ამერიკული დოლარი.

რანბირ კაპური დაიბადა 1982 წლის 28 სექტემბერს, მუმბაიში, ინდოეთი. მისი მამა - რიში კაპური - რეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერია. დედა - ნიტუ სინგხ კაპური - ასევე მსახიობია. რამნბირი რაჯ კაპურის შვილიშვილია. მისი და -რიდიმა - დიზაინერია. მსახიობები კარიზმა კაპური და კარინა კაპური მისი ბიძაშვილები არიან.

რანბირი სწავლობა სკოლაში Bombay Scottish. ბევრ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ის არასდროს იყო დაინტერესებული სწავლით და ყოველთვის ბოლო ადგილებს იკავებდა რეიტინგში[1][2]. სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი ნიუ-იორკში ცხოვრობდა და სწავლობდა ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში სამსახიობო კურსზე. მან სარეჟისორო გამოცდილება ვიზუალური ხელოვნების სკოლაში მიიღო. ინდოეთში დაბრუნებისას ის მოხვდა სანჯაი ლილა ბანსალის ფილმის გადაღებებზე და რეჟისორის მთავარი ასისტენტი გახდა. ამ სამუშაო გამოცდილებაზე საუბრისას რანბირი ამბობს: „მცემდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ვწმენდდი იატაკს, ვამონტაჟებდი განათებას დილის შვიდი საათიდან ღამის ოთხამდე, მაგრამ მე ვსწავლობდი ყოველდღე“[3].

სამწლიანი ასისტენტობის შემდეგ რანბირმა მიიღო პირველი მთავარი როლი სონამ კაპურთან ერთად, სანჯაი ლილა ბანსალის ფილმ „საყვარელში“. ფილმი ეფუძნება ფიოდორ დოსტოევსკის ნამუშევარს. Rediff.com-თან ინტერვიუში, რაბირმა თქვა, რომ მისი გმირის, რაჯის როლი მისი ბაბუის - რაჯ კაპურის სახეა. „საყვარელი“ გახდა პირველი ბოლივუდური ფილმი, რომელიც Sony Pictures Entertainment-ის პროდიუსირებით გამოვიდა და ასევე იყო ერთ-ერთ პირველი ფილმი, რომელიც Blu-ray-ზე გამოიცა. ფილმის გარშემო არსებული აჟიოტაჟის მიუხედავად მან მოსალოდნელ წარმატებას ვერ მიაღწია, რადგანაც იმავდროულად ეკრანებზე გამოვიდა „ომ, შანტი, ომ“, რომელშიც მთავარ როლს შაჰ რუხ ხანი ასრულებდა. რანბირის ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ბევრმა კრიტიკოსმა მისი თამაში დადებითად შეაფასა. მან მიიღო Filmfare Awards საუკეთესო დებიუტისთვის.

რანბირ კაპური 2017 წელს

რანბირმა აღიარა, რომ მას არ სჯერა „სიყვარულის ვარდისფერი ილუზიის“, რადგან მისი მშობლების რთულმა ქორწინებამ მას აჩვენა თუ რა სახის ურთიერთობა შეიძლება იყოს მამაკაცსა და ქალს შორის[4].

ფილმ საყვარელის გადაღებამდე და მისი გადაღების პეროდში რანბირს ურთიერთობა ჰქონდა სონამ კაპურთან. 2008 წლიდან იგი დიპიკა პადუკონეს ხვდებოდა. მათი ურთიერთობა ინდური მედიის ყურადრების ცენტრში იყო, მათ მისცეს ინტერვიუ ჟურნალ People-ს. 2009 წლის ოქტომბერში ისინი დაშორდნენ. რანბირმა განაცხადა, რომ ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო. ინდურ მედიაში დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული იყო ჭორი, რომლის თანახმადაც ურთიერთობის დასრულების მიზეზი რანბირის ღალატი იყო. ამ სკანდალის შემდეგ, რანბირმა გადაწყვიტა პირად საკითხებზე აღარ ესაუბრა მედიასთან. დღეს კი წარსულის მიუხედავად, მსახიობებს კარგი ურთიერთობა აქვთ და ისინი აგრძელებენ ერთად მუშაობას.

2010 წლიდან რაბირი ხვდება კატრინა კაიფს, რომელიც გაიცნო ფილმ „უცნაური სიყვარულის საოცარი ისტორიის“ გადაღებისას. თავიდან მსახიობები უარყოფდნენ ურთერთობას და მედიასთან საუბრისას აცხადებნენ, რომ იყვნენ მეგობრები. 2013 წელს ჟურნალმა Stardust-მა გამოაქვეყნა პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც რანბირი და კატრინა ერთად იყვნენ დაფიქსირებულნი იბიცაზე დასვენებისას. მიუხედავად იმისა, რომ რაბირს ეს ურთიერთობა ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია, ის კატრინას მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ პიროვნებად მიიჩნევს. 2015 წელს რანბირმა აღიარა, რომ უკვე რამდენიმე წელია აქვს სერიოზული ურთიერთობა. 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის იანვრადე კატრინა და რანბირი ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა იანვარში მედიამ წყვილის დაშორების ამბავი გამოაქვეყნა.

სონამ კაპურის ქორწილში რანბირი ალია ბხატთან ერთად შეამჩნიეს[5][6].

რანბირს ძალიან უყვარს ფეხბურთი, ის არის ბარსელონას საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი. მას ჰყავს საკუთარი გუნდი Mumbai City FC რომელიც ასპარეზობს ინდოეთის საფეხბურთო ლიგაში[7][8].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Gupta, Priya (1 October 2012). „I have quit smoking as it also lowers your mojo: Ranbir Kapoor“. The Times of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-09. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  2. Nagpaul D'Souza, Dipti (2 October 2009). „I would always get punished by my teachers: Ranbir Kapoor“. The Indian Express.
  3. Bamzai, Kaveree (11 June 2010). „Ranbir Kapoor: The Natural“. India Today. ციტირების თარიღი: 19 August 2013.
  4. Pradhan, Kunal (23 October 2011). „Sadda haq“. Mumbai Mirror. ციტირების თარიღი: 12 July 2013.
  5. Ranbir Kapoor is reserved about his relationship with Alia Bhatt
  6. Are Alia Bhatt and Ranbir Kapoor planning to tie the knot in 2020?
  7. Basu, Saumyajit (14 April 2014). „Stars embrace soccer through Indian Super League“. The Times of India. ციტირების თარიღი: 6 July 2014.
  8. „Ranbir Kapoor's Mumbai City Football Club to play all home games at D Y Patil Stadium“. Daily News and Analysis. 30 August 2014. ციტირების თარიღი: 31 August 2014.