სომხური სასაფლაო ჯულფაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯულფის სასაფლაო 1915 წელს

სომხური სასაფლაო ჯულფაში (სომხ. Ջուղայի գերեզմանատուն)[1] — იყო სასაფლაო ქალაქ ჯულფას მახლობლად , აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თავდაპირველად სასაფლაოზე განთავსებული იყო 10 000 -მდე საფლავი. [2] საფლავის ქვები შუა საუკუნეების ქრისტიანული სომხური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ცალმხრივად გაფორმებული ჯვრებისგან შედგებოდა. სასაფლაო ჯერ კიდევ არსებობდა 1990-იანი წლების ბოლოს, მანამ სანამ აზერბაიჯანის მთავრობამ არ დაიწყო ძეგლის განადგურების სისტემატიური კამპანია.

არაერთი განცხადება შეიტანეს როგორც სომხურმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაგმეს აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან მსგავსი ქმედება და მოუწოდეს, თავი შეეკავებინათ ამგვარი საქმიანობისგან. 2006 წელს, აზერბაიჯანმა აუკრძალა ევროპარლამენტის წევრებს საჩივრების გამოძიება, და აღნიშნეს, რომ მათი ბრალდება მათივე მიკერძოებულობითა და ისტერიული მიდგომით იყო განპირობებული. აზერბაიჯანის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ დელეგაციას მიიღებდა, თუ ისინი აზევე ეწვეოდნენ სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიასაც.[3] 2006 წლის გაზაფხულზე „ომისა და მშვიდობის გაშუქების“ ინსტიტუტის ჟურნალისტმა, რომელიც ესტუმრა ტერიტორიას, აღნიშნა, რომ სასაფლაოზე თვალსაჩინო კვალი არ იყო დატოვებული.[4] იმავე წელს, ირანიდან გადაღებულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ სასაფლაოს ადგილი გადაკეთდა სამხედრო შენობად.[5] სასაფლაოს ნგრევა ფართოდ იქნა აღწერილი სომხური წყაროების მიერ, ხოლო ზოგიერთი არაქართული წყაროს მიერ, აღიწერა როგორც „კულტურული გენოციდი“.[6][7][8]

2003 და 2009 წლებში ჯულფას სატელიტური ფოტოების შესწავლისა და შედარების შემდეგ, 2010 წლის დეკემბერში, „მეცნიერების წინსვლის ამერიკული ასოციაცია“ მივიდა დასკვნამდე, რომ სასაფლაო დანგრეულია.[9]

საერთაშორისო რეაქციის კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხმა ჟურნალისტმა ჰაიკარამ ნაჰაპეტიანმა სასაფლაოს ნგრევა შეადარა ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობისა და თალიბების მიერ ბამიანის ბუდას განადგურებას. მან ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება ჯულფაში სასაფლაოს განადგურებასთან დაკავშირებით.[10] სიმონ მაგჰაკიანმა აღნიშნა, რომ დასავლეთი გმობს თალიბების მიერ ბუდას ქანდაკებებისა და 2012 წლის ჩრდილოეთ მალის კონფლიქტის დროს ტიმბუქტუში სალოცავების განადგურებას. მანვე დასძინა, რომ დასავლეთმა თავისი სიჩუმე აზერბაიჯანის მიერ მსოფლიოს უდიდესი შუა საუკუნეების სომხური სასაფლაოების სრულ განადგურებასთან დაკავშირებით, შეინარჩუნა იმის გამო, რომ აზერბაიჯანი დასავლეთის მთავარი ენერგო მიმწოდებელია და ასევე იარაღის შემსყიდველი.[11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ayvazyan, Argam. Ջուղա (Jugha). Yerevan: Sovetakan Grogh, 1984.
  • Bevan, Robert. The Destruction of Memory: Architecture at War. London: Reaktion, 2006.
  • Baltrušaitis, Jurgis and Dickran Kouymjian. "Julfa on the Arax and Its Funerary Monuments" in Études Arméniennes/Armenian Studies In Memoriam Haig Berberian. Lisbon: Galouste Gulbenkian Foundation, 1986.
  • Maghakyan, Simon. "Sacred Stones Silenced in Azerbaijan." History Today. Vol. 57, November 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aivazian, Argam (1983). Armenian Soviet Encyclopedia Volume IX. Yerevan: Armenian Academy of Sciences. 
  2. Pickman, Sarah (30 June 2006). "Tragedy on the Araxes". Archaeology (magazine) (Archaeological Institute of America). http://archive.archaeology.org/online/features/djulfa/index.html.
  3. Castle, Stephen (23 October 2011). „Azerbaijan 'flattened' sacred Armenian site“. The Independent.
  4. Abbasov, Idrak; Rzayev, Shahin; Mamedov, Jasur; Muradian, Seda; Avetian, Narine; Ter-Sahakian, Karine (27 April 2006). „Azerbaijan: Famous Medieval Cemetery Vanishes“. Institute for War and Peace Reporting.
  5. Maghakyan, Simon (November 2007). "Sacred Stones Silenced in Azerbaijan". History Today 57 (11): 4–5. http://www.historytoday.com/simon-maghakyan/sacred-stones-silenced-azerbaijan.
  6. Antonyan, Yulia; Siekierski, Konrad (2014) Modern Pagan and Native Faith Movements in Central and Eastern Europe. Routledge, გვ. 280. „By analogy, other tragic events or threatening processes are designated today by Armenians as "cultural genocide" (for example, the destruction by Azerbaijanis of the Armenian cemetery in Julfa)...“ 
  7. Ghazinyan, Aris (13 January 2006). „Cultural War: Systematic destruction of Old Julfa khachkars raises international attention“. ArmeniaNow. ციტატა: „...another “cultural genocide being perpetrated by Azerbaijan.”“
  8. (2015) The Routledge History of Genocide. Routledge, გვ. 250. ISBN 9781317514848. 
  9. High-Resolution Satellite Imagery and the Destruction of Cultural Artifacts in Nakhchivan, Azerbaijan. American Association for the Advancement of Science (8 December 2010).
  10. Nahapetyan, Haykaram (27 April 2015). „Destroying Christian Cultural Heritage Sites: Don't Only Condemn ISIS, but Also These Globally Recognized Gov't“. The Christian Post.
  11. Maghakyan, Simon (16 August 2012). „Is Western Condemnation of Cultural Destruction Reserved Exclusively for Enemies?“. Armenian Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2019.