სომხური დიასპორა კანადაში
საერთო მოსახლეობა | |
---|---|
63,810 [1] კანადის მთიანი მოსახლეობის 0,18% 80 000—100 000 (შეფასებები) | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | სომხური, კანადური, ფრანგული. |
რელიგიები | ქრისტიანობა |
სომხური დიასპორა კანადაში —წარმოადგენს სომხური წარმოშობის კანადის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის მუდმივი მკვიდრნი არიან. კანადაში 2016 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სომხური წარმოშობის მოსახლეები თითქმის 64 000-ს შეადგენს, ხოლო დამოუკიდებელი კვლევები, ადასტურებს სომხური წარმოშობის დაახლოებით 80 000 კანადელს, ყველაზე მაღალი შეფასებება კი 100 000-ს აღწევს. თუმცა ეს რაოდენობები მნიშვნელოვნად მცირეა, შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სომეხ საზოგადოებასთან შედარებით. აქ მცხოვრები სომეხი კანადელების უმეტესობა შუა აღმოსავლეთიდან (სირია, ლიბანი, ეგვიპტე) სომხების გენოციდის შედმდეგ გადარჩენილი და დევნილი სომხების შთამომავლები არიან. დღეს სომეხ კანადელთა უმრავლესობა ცხოვრობს მონრეალსა და ტორონტოში, სადაც მათ დაამკვიდრეს თავიანთი ეკლესიები, სკოლები და სათემო ცენტრები.
ენა და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის აღწერისას აღირიცხა 35 790 კანადელი, რომლებიც სომხურს მიიჩნევენ თავიანთ მშობლიურ ენად, მაგრამ მათგან მხოლოდ 21 510 კანადელი აცხადებდა, რომ სომხური იყო „ენა, რომელზედაც ხშირად საუბრობენ სახლში“.[2][3] უფრო ძველი 2006 წლის აღწერის თანახმად 21 480-მა კანადელმა აღნიშნა, რომ სომხური იყო „ენა, რომელზეც ყველაზე ხშირად საუბრობენ სახლში“, მათგან 4 915-ს ჰქონდა არაემიგრანტის სტატუსი, ხოლო 16 320 კი იყო ემიგრანტი.[4]
2006 წლის აღწერისას, 50 500 კანადელი სომეხიდან, 10 250-მა ინგლისურ ენაზე მიუთითა, რომ ის იყო მათი მშობლიური ენა, ხოლო 3 995 კი მიუთითა ფრანგული. მათგან დაახლოებით 2 045 სომეხი არ საუბრობს არც ინგლისურად და არც ფრანგულად.[5] სომხურად მოსაუბრეთა უმეტესობა მეტყველებს დასავლეთ სომხურ ენაზე, ხოლო დანარჩენი უმცირესობა აღმოსავლეთ სომხურზე.
კანადაში პირველი სომხური სკოლა დაარსდა 1919 წელს, სენტ-კატარინსში. პირველად 70-იან წლებში გაიხსნა მთავრობის მიერ დაფინანსებული სომხური სკოლები. [6] 2003 წლის მონაცემებით, კანადაში ფუნქციონირებს ექვსი სომხური სკოლა.[6]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანადის უახლესი აღწერის თანახმად, რომელიც ჩატარდა 2016 წელს, კანადაში ცხოვრობდა სომხური წარმოშობის დაახლოებით 63 810 ადამიანი, [1] კანადელი სომეხთა რიცხვი 1996 წელს 37 500-ს აღწევდა, ამ პერიოდში სომეხთა რაოდენობა პირველად დაფიქსირდა კანადურ მოსახლეობის აღწერებში.[7] ორ ათწლეულში, 1996 წლიდან 2016 წლამდე, კანადელ სომეხთა რიცხვი 1,7-ჯერ გაიზარდა.
2006 წლის აღწერის მონაცემებით, მათი უმეტესი ნაწილი კანადის მოქალაქე იყო.[5] იმ დროისთვის კანადაში 50 500 სომეხიდან 30 055 ემიგრანტი ძირითადად დასავლეთ ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იყო,[5] 2006 წელს სომხეთში დაბადებული სომეხი კანადელების რაოდენობამ 2 195 ადამიანს შეადგენდა. [8] ეს რაოდენობა 2016 წლისთვის 4 165-ით გაიზარდა, რომელთა 72% 2001-დან 2016 წლამდე ემიგრაციაში წავიდა კანადაში საცხოვრებლად. [9]
არაოფიციალური მონაცემებით, კანადაში სომეხთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება აღწერის შედეგებს. 2003 წლის სომხური დიასპორის ენციკლოპედიის თანახმად კანადაში დაახლოებით 60 000-65 000 სომეხი ცხოვრობდა,[10] ხოლო 2001 წლის აღწერის შედეგად 40 505 ადამიანს რომელიმე წინაპარი მაინც ჰყავდა სომხური წარმოშობის.[11] სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ კანადაში 2009 წელს გამოაცხადა, რომ იმ დროისათვის კანადაში დაახლოებით 81 500 სომეხი ცხოვრობდა.[12] 2010-იანი წლების აღწერებში რაოდენობა მერყეობდა 80 000-დან 100 000-მდე. [13][14][15][16]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chichekian, G., "Linguistic Assimilation and Cultural Completeness of Armenian Communities in Canada", The Armenian Review, 40 (3/159), 1987
- Kaprielian I., "Reconstituting an Armenian Settlement in Canada", The Armenian Review, 44 (1/173), 1991
- Ouzounian, N. (2003). "Կանադա [Canada]". In Ayvazyan, Hovhannes (ed.). Հայ Սփյուռք հանրագիտարան [Encyclopedia of the Armenian Diaspora] (in Armenian). Yerevan: Armenian Encyclopedia Publishing. pp. 331-342. ISBN 5-89700-020-4.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Կանադահայ և կանադական լուրեր დაარქივებული 2019-10-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Ethnic Origin, both sexes, age (total), Canada, 2016 Census. Statistics Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019.
- ↑ Proportion of mother tongue responses for various regions in Canada, 2016 Census. Statistics Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019.
- ↑ Language Spoken Most Often at Home (269), Other Language(s) Spoken Regularly at Home (270) and Age (15A) for the Population Excluding Institutional Residents of Canada, Provinces and Territories, Census Metropolitan Areas and Census Agglomerations, 2016 Census. Statistics Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019.
- ↑ Language spoken most often at home by immigrant status and broad age groups, 2006 counts, for Canada, provinces and territories. Statistics Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Ethnic Origin (101), Age Groups (8), Sex (3) and Selected Demographic, Cultural, Labour Force, Educational and Income Characteristics (309), for the Total Population of Canada, Provinces, Territories, Census Metropolitan Areas and Census Agglomerations, 2006 Census. Statistics Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019.
- ↑ 6.0 6.1 Ouzounian 2003, p. 332.
- ↑ Population by Ethnic Origin (188) and Sex (3), Showing Single and Multiple Responses (3), for Canada, Provinces, Territories and Census Metropolitan Areas, 1996 Census. Statistics Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019.
- ↑ Place of birth for the immigrant population by period of immigration, 2006 counts and percentage distribution, for Canada, provinces and territories. Statistics Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019.
- ↑ Immigrant population by place of birth, period of immigration, 2016 counts, both sexes, age (total), Canada, 2016 Census. Statistics Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019.
- ↑ Ouzounian 2003, p. 331.
- ↑ 2001 Census: Selected Ethnic Origins1, for Canada, Provinces and Territories. Statistics Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019.
- ↑ Համայնքի մասին [About the community] hy. Embassy of the Republic of Armenia to Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019.
- ↑ „Nearly 80.000 Armenians live in Canada: Armenian community actively involved in various fields“. Armenpress. 19 May 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019.
- ↑ „Մեզ գործնական քայլեր են պետք հայտարարությունները կյանքի կոչելու համար“. arfd.am (სომხური). Armenian Revolutionary Federation. 23 September 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019. ციტატა: „Ըստ նրա` Կանադայում ապրում է 80-90 հազար հայ...“
- ↑ Gasparyan, Ani (21 June 2014). „«Թուրքերի ազգասիրությունը դրամով կգնեն, իսկ մերը կամավոր է». կանադահայ“. ankakh.com (სომხური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019. ციტატა: „...ամբողջ Կանադայում՝ մոտ 80 հազար...“
- ↑ „Հայերը Կանադայում. հարցազրույց ՀՀ արտաքին գործերի նախարարության նախկին մամուլի խոսնակ ¨ Կանադայում ՀՀ 2000-2006թթ դեսպան Արա Պապյանի հետ“. Aravot (სომხური). 29 May 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019. ციტატა: „Ներկայումս Կանադայում ապրում է 80-100 հազար հայ...“