სომხეთ-დანიის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთ-დანიის ურთიერთობები
Map indicating locations of Armenia and Denmark

სომხეთი

დანია

სომხეთ-დანიის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოს შორის. სომხეთის საელჩო მდებარეობს კოპენჰაგენში,[1] ხოლო დანიის საელჩო სომხეთში კიევში, უკრაინაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.[2] დანიასა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 იანვარს დამყარდა.[3] დანიაში სომხეთის ამჟამინდელი ელჩია ჰრაჩია აღაჯანიანია.[4] 2008 წელს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ ნალბანდიანმა დანიასა და სომხეთს შორის ურთიერთობებს „მეგობრული“ და „ძალიან მისასალმებელი“ უწოდა.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთსა და დანიას შორის მერკანტილური ურთიერთობების შესახებ ცნობები 1568 წლიდან იწყება, როდესაც სომეხი მოგზაური და მწერალი ფირზადე გრაფანეცი დანიას ეწვია.[6] ჰანიდური ხოცვა-ჟლეტა დანიის მთავრობამ დაგმო და ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოვიდა. დანიელი სწავლული და კრიკოსი გეორგ ბრანდესი 1903 წლის წიგნში ამ ხოცვა-ჟლეტის შესახებ წერს და კომენტარებსაც ურთავს.[7][8] დანიელი მისიონერები სომხეთში XIX საუკუნიდან მოღვაწეობდნენ.

1920 წლის ნოემბერში დანია დაეთანხმა ერთა ლიგის შემოთავაზებას, სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მუსტაფა ქემალის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ თურქ ნაციონალისტებს შორის ომში მედიატორის როლი შეესრულებინა.[9][10][11]

მხარდაჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს დანიამ სომხეთის მხარდაჭერის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც სომხეთ წმინდა განვითარების მექანიზმის განხორციელებაში უწყობს ხელს. შეთანხმება ძალაში შევიდა 2005 წლის მარტში. 2006 წელს დანიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სომეხი ბავშვების მხარდასაჭერად სომხეთში 10 მილიონი დანიური კრონა გაგზავნა.[12]

2007 წელს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში სომხეთში დამკვირვებლები გაგზავნა და აღდგენადი ენერგიის პროექტის ფარგლებში 16 მილიონი დანიური კრონა გაგზავნა.[13] დანიამ სომხეთს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგაც.[14]

2008 წელს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ღარიბ ტერიტორიებზე ზრდისა და დასაქმების განვითარების შესახებ. პროექტის ფარგლებში დანია სომხეთს 30 მილიონი დანიური კრონით დაეხმარა და კერძო სექტორისა და განათლების მხარდასაჭერად 29 მილიონი დანიური კრონა გაგზავნა.[15] 2008 წლის სექტემბერში კერძო სექტორის პროგრამის ფარგლებში დანიამ სომხეთს, საქართველოსა და უკრაინას 50 მილიონი დანიური კრონა გაუგზავნა.[16] 2011 წლის ივნისში სომხეთის ფერმების მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში დანიამ სომხეთს 4.7 მილიონი დანიური კრონა გაუგზავნა.[17]

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს დანიიდან სომხეთში ექსპორტის მოცულობა 30.6 მილიონ, ხოლო სომხეთიდან დანიაში ექსპორტი 5 მილიონ დანიურ კრონას გაუტოლდა.[18]

უმაღლესი დონის ვიზიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის საელჩო კოპენჰაგენში

2003 წლის აპრილში სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციი მინისტრი, ჰოვიკ აბრაჰამიანი დანიას ეწვია. 2004 წლის აგვისტოში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, პერ სტიგ მელერი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.[3] 2005 წელს დანიამ ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 51-ე ყოველწლიურ სესიაზე სომხეთის პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი კოპენჰაგენში მიიწვია. სომხეთმა სესიაზე დასწრებაზე უარი თქვა, რადგანაც დანიამ თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მიიწვია.[19]

2011 წლის 24 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ ნალბანდიანი დანიას ეწვია და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვილი სოვნდალს შეხვდა. ნალბანდიანმა დანიას მადლობა გადაუხადა სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სომხეთის მხარდაჭერისა და დამოუკიდებლობის შემდეგ სომხეთის პროგრესის მხარდაჭერისთვის.[20][21] ნალბანდიანი დანიაში ახალი საელჩოს გახსნას დაესწრო და აღნიშნა: „დანიის დედაქალაქში სომხეთის დროშის აღმართვით, ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ“.[22]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Karekin Dickran. (2004)Maria Jacobsen and the genocide in Armenia. The Danish Peace Academy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 6 February 2011.
  • Bjørnlund, Matthias (2006). „When the Cannons Talk, the Diplomats Must Be Silent": A Danish Diplomat in Constantinople during the Armenian Genocide“. Genocide Studies and Prevention. University of Toronto Press. 1 (2): 224. doi:10.3138/1567-7412-6RQ6-441Q. ISSN 1911-0359.
  • Maria Jacobsen (2001). Diaries of a Danish Missionary: Harpoot, 1907–1919. ISBN 978-1-903656-07-5. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Embassy of Armenia opens in Denmark“. PanArmenian. 28 July 2011. ციტირების თარიღი: 12 August 2011.
  2. Info about Armenia. Ministry of Foreign Affairs of Denmark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 July 2011. ციტირების თარიღი: 6 February 2011.
  3. 3.0 3.1 Bilateral relations between Armenia and Denmark. Foreign Affairs of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 13 March 2011.
  4. „Armenian president appoints new ambassador to Denmark“. ARKA News Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 August 2011. ციტირების თარიღი: 25 August 2011.
  5. „Armenia, Denmark sign an agreement on cooperation“. ArmRadio. 15 September 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 September 2011. ციტირების თარიღი: 28 August 2011.
  6. (2000) Journal of the Society for Armenian Studies, 11 - 13. Society for Armenian studies, გვ. 73. ციტირების თარიღი: 20 June 2011. 
  7. George Brandes. Armenien und Europa 1903 (German), გვ. 27. ციტირების თარიღი: 28 August 2011.  დაარქივებული 9 November 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  8. George, Brandes. „Armenien und Europa 1903“ (PDF): 27. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 4 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2011. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  9. „Denmark may be chosen as mediator in Armenia“. The Providence Journal. 28 (28). 29 November 1920. p. 26. ციტირების თარიღი: 21 May 2011.
  10. Ralph Courtney (29 November 1920). „Denmark ready to undertake Armenia duty“. The Baltimore News. ციტირების თარიღი: 21 May 2011.[მკვდარი ბმული]
  11. „Denmark may accept mandate from Armenia“. Los Angeles Times. 29 November 1920. p. 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 21 May 2011.
  12. DANIDA and Disabled children in Armenia Danish. Ulandsnyt.dk (27 January 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 6 February 2011.
  13. Denmark's participation in international development cooperation (Danish). DANIDA. ISBN 978-87-7667-929-3. ციტირების თარიღი: 6 February 2011.  დაარქივებული 19 July 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  14. Caucasus Region - Humanitarian Aid to Armenia, Azerbaijan and Georgia (DANIDA's annual report). Foreign Affairs of Denmark. ISBN 87-7667-257-3. ციტირების თარიღი: 6 February 2011.  დაარქივებული 26 July 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  15. Countries. Foreign Ministry of Denmark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 May 2012. ციტირების თარიღი: 18 November 2011.
  16. Per Stig dirigerer u-landsmidler til Georgien, Ukraine og Armenien Danish. Ulandsnyt.dk (13 September 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 29 December 2010.
  17. „DENMARK TO PROVIDE GRANT IN THE AMOUNT OF $4.7 MILLION BY THE PROGRAM IFAD FOR CREDITING THE FARMS IN ARMENIA“. Arka.am. 30 June 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 July 2011. ციტირების თარიღი: 7 July 2011.
  18. Landefakta Armenien Danish. Ministry of Foreign Affairs of Denmark. Wayback Machine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 May 2009. ციტირების თარიღი: 22 December 2011.
  19. „Armenian President will not meet Erdogan in Denmark“. Armtown.com. 8 November 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 October 2012. ციტირების თარიღი: 20 June 2011.
  20. „Armenian FM holds meetings in Denmark“. TERT.am. 25 November 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 26 November 2011.
  21. „Armenia, Denmark interested in boosting ties“. Armtown. 25 November 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 July 2012. ციტირების თარიღი: 27 November 2011.
  22. „Armenian Embassy opens in Copenhagen“. Armradio. 24 November 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 May 2012. ციტირების თარიღი: 27 November 2011.