შინაარსზე გადასვლა

სოლფატარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია გოგირდოვანი აირისა და გოგირდწყალბადის ჭავლს ეხება. იტალიის ჩამქრალი ვულკანის შესახებ იხილეთ სოლფატარა.
სოლფატარი

სოლფატარი (იტალ. solfatara < solfo – გოგირდი) — გოგირდოვანი აირისა და გოგირდწყალბადის (წყლის ორთქლის, ნახშირორჟანგისა და სხვა აირების მინარევით) ჭავლი, რომელიც გამოიყოფა კრატერის კედლებსა და ფსკერზე არსებული ნაპრალებიდან, აგრეთვე ვულკანის კალთებიდან, ლავური და პიროკლასტური ნაკადებიდან. სოლფატარების ტემპერატურაა 100-300 °С. გამოყოფს SO2, H2S, CO2.

ხშირად სოლფატარი ფუმაროლებთან ერთად აქტიურად გამოიყოფა ვულკანის კალთებიდან. სოლფატარები ფუმაროლებთან ერთად ფართოდ გვხვდება კამჩატკაზე (ვულკანები: იჩინსკაია-სოპკა, კლიუჩევსკაია-სოპკა და სხვ.).