შინაარსზე გადასვლა

კლიუჩევსკაია-სოპკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლიუჩევსკაია-სოპკა
ვულკანი კლიუჩევსკაია-სოპკა
ვულკანი კლიუჩევსკაია-სოპკა
კოორდინატები: 56°03′22″ ჩ. გ. 160°38′39″ ა. გ. / 56.05611° ჩ. გ. 160.64417° ა. გ. / 56.05611; 160.64417
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 4750 
ტიპი სტრატოვულკანი
ამგებელი ქანები ბაზალტური და ნაწილობრივ ანდეზიტური ლავა
ბოლო ამოფრქვევა 2009 (გრძელდება)
კლიუჩევსკაია-სოპკა — რუსეთი
კლიუჩევსკაია-სოპკა
კლიუჩევსკაია-სოპკა — კამჩატკის მხარე
კლიუჩევსკაია-სოპკა

კლიუჩევსკაია-სოპკა (რუს. Ключевская Сопка) — მოქმედი სტრატოვულკანი რუსეთში, კამჩატკის აღმოსავლეთ ნაწილში. უმაღლესი (4750 მ) და ყველაზე აქტიურად მოქმედი ვულკანი ევრაზიაში. აქვს სწორი კონუსი, რომლის კრატერი მუდმივად ბოლავს. ვულკანის ძირთან 70 გვერდითი კონუსი, გუმბათი და კრატერია. ვულკანის ასაკი განისაზღვრება 7000 წლით[1][2].

აგებულია ბაზალტური და ნაწილობრივ ანდეზიტური ლავებით.

270 წლის მანძილზე აღინიშნა 50-ზე მეტი ძლიერი ამოფრქვევა. ახასიათებს აქტიური ფუმაროლები და სოლფატარები. მწვერვალზე მუდმივი თოვლი და მყინვარებია. კრატერში ხშირია აფეთქებები, რომელსაც მოყვება ყუმბარებისა და ფერფლის ამოტყორცნა. 2004–2005 წწ. ამოფრქვევის შედეგად ამოსულმა ფერფლმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია — 8000 მ-ს. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2009 წელს. არსებობს ცნობა ვულკანის სიმაღლის ზრდასთან დაკავშირებით, რაც ვულკანის აქტიურობით არის განპირობებული.

კლიუჩევსკაია-სოპკასთან ახლოს მდებარეობს ასევე აქტიური ვულკანი შიველუჩი.

ითვლება, რომ თანამედროვე დროში კლიუჩევსკაია-სოპკა აქტიურობით მეორე ვულკანია კილაუეას შემდეგ (ჰავაის კუნძულები). თანადროული ამოფრქვევა ფაქტობრივად იწყება 1983 წლიდან. ხელახლა გააქტიურდა 2009 წლიდან.

კლიუჩევსკაია-სოპკას ცნობილი ამოფრქვევები დაფიქსირდა სხვადასხვა დროში, სახელდობრ: 1737, 1932, 1938, 1944–1945, 1946, 1951, 1953, 1956, 1966, 1980, 1983, 1984, 1987, 1988-1989, 1993, 1994, 2002, 2004–2005, 2008 წწ.

კლიუჩევსკაია-სოპკას ძირას, დაბა კლიუჩიში, მდებარეობს ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Кравчук П. А. Географический калейдоскоп. — Киев: Радянська школа, 1988. ISBN 5-330-00384-9
  2. Петр Кравчук. Рекорды природы. — Любешов: Эрудит, 1993. — 216 с. ISBN 5-7707-2044-1.