სოლომონ დავითიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოლომონ შანშეს ძე დავითიშვილი (ბაგრატიონ-დავითიშვილი) — თავადი, XIX საუკუნის დასაწყისის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.

ხელთუბანელი ბაგრატიონ-დავითიშვილების სახლის წევრი. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ (1801) იყო ახალი რეჟიმის ოპოზიციაში. 1803 წელს თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად გაიქცა ირანში, შემდეგ წერილები მიჰქონდა შაჰის კარს და ირანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილს, იმერეთის მეფე სოლომონ II-ს და საქართველოში დარჩენილ ბატონიშვილებს შორის. 1804 წელს რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. 1806 წელს თავდებით გაათავისუფლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის : II მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა–ე) / მაქსიმე ბერძნიშვილი. თბილისი : მეცნიერება, 1980.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]