სლუჩენკოს სახლი
| სლუჩენკოს სახლი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | regional cultural heritage site in Russia |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
| დასრულება | 1840-იანი წლები |
![]() | |
სლუჩენკოს სახლი (რუს. Дом Слученко) — უძველესი სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის პირველ ნახევარში. სლუჩენკოს სახლი არის როგორც არქიტექტურის ძეგლი, ასევე საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1].
მისამართი: ტაგანროგი, ანტონ გლუშკოს შესახვევი № 8[2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1840-იან წლებში ვარვაცის ოჯახმა გლუშკოს შესახვევის 6-ში და 8-ში[2] ააშენეს სართულნახევრიანი სახლი[3]..
1873 წლიდან 1880 წლამდე სახლი იყო ვაჭარ ანა დიკიაკის კუთვნილება, ხოლო 1890 წელს სახლი უკვე ეკუთვნოდა პირველი გილდიის ვაჭარ ტიმოთე ლეონტის ძე სლუჩენკოს[2], რომელიც იყო ქალაქის საბჭოს ხმოვანი წევრი[2]. გარკვეული ხნით იგი მუშაობდა კონტროლიორად დ. კანდოიანაკის კანტორაში და წლიურად 3 000 რუბლი ხელფასი ჰქონდა. ტ. სლუჩენკოს ცოლი იყო სოფია იაკოვლევის ასული, რომელთანაც შეეძნა ოთხი შვილი: ივანე, პავლე, გიორგი და ალექსანდრე.
ივანე ასევე იყო პირველი გილდიის ვაჭარი, მეგობრობდა მხატვარ ვალერიან მოლის ოჯახთან. კუპჩოვები ფლობდნენ წისქვილს ტაგანროგში[3]. 1898 წელს სახლი გადავიდა ვაჭრის მემკვიდრეების ხელში. 1906 წლიდან 1915 წლამდე სახლი კუთვნოდათ ივანე, ალექსი, გიორგი და ასპაზია ლუჩენკოებს.
1920-იან წებში სახლში განთავსებული იყო სახელმწიფო ფაბრიკა „Седло“[2]. № 301 გადაწყვეტილების მიხედვით 1992 წელს მიენიჭა რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Объект культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-17. ციტირების თარიღი: 2017-03-16.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Энциклопедия Таганрога, Ростов-на-Дону, Росиздат, 2003
- ↑ 3.0 3.1 3.2 Дома 6 и 8. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-17. ციტირების თარიღი: 2017-03-17.
