სკრაპარის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სკრაპარის რაიონი
Rrethi i Skraparit
ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ადმ. ცენტრი Çorovodë
კოორდინატები 40°33′00″ ჩ. გ. 20°15′00″ ა. გ. / 40.55000° ჩ. გ. 20.25000° ა. გ. / 40.55000; 20.25000
ფართობი 775 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,160 მეტრი
მოსახლეობა 10 200[1] კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+1[2]
ISO 3166 კოდი AL-SK
Skrapar District.svg

სკრაპარის რაიონი — (ალბ. Rrethi i Skraparit) ერთ-ერთი იმ 36 რაიონიდან, რომლებადაც იყოფა ალბანეთი. სკრაპარი შედის ბერატის ოლქის შემადგენლობაში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 10 200 ადამიანს შეადგენდა. რაიონი 775 775 კმ²-ზე ვრცელდება. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჩოროვოდა.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკრაპარის რაიონი მდებარეობს სამხრეთ ალბანეთის მთებში. რაიონი მდინარე ოსუმის აუზშია განლაგებული. ოსუმი გრძელ, 15 კილომეტრიან კანიონში მიედინება და ცნობილ ტურისტულ სივრცეს ქმნის. რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს რეგიონის უმაღლესი მწვერვალი ტომორი (2 415 მ). სკრაპარის რაიონის სოფლების უმეტესი ნაწილი მაღალმთიანია.

ადმინისტრაციული მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი 10 მუნიციპალიტეტად იყოფა. ესენია:

სკრაპარის მუნიციპალიტეტები
მუნიციპალიტეტი მოსახლეობა
ჩოროვოდა &&&&&&&&&&&04051.&&&&&04,051
პოლიჩანი &&&&&&&&&&&04318.&&&&&04,318
ბოგოვა &&&&&&&&&&&01098.&&&&&01,098
ჩეპანი &&&&&&&&&&&&0740.&&&&&0740
გერბესი &&&&&&&&&&&&0813.&&&&&0813
ლეშნია &&&&&&&&&&&&0496.&&&&&0496
პოტომი &&&&&&&&&&&&0897.&&&&&0897
ქენდერი &&&&&&&&&&&02545.&&&&&02,545
ვენდრეშა &&&&&&&&&&&&0984.&&&&&0984
ჟეპა &&&&&&&&&&&&0779.&&&&&0779

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. POPULLSIA SIPAS PREFEKTURAVE, 2001–2010. Albanian Institute of Statistics. წაკითხვის თარიღი: 2010-09-09.
  2. GeoNames — 2005.