შინაარსზე გადასვლა

ბულკიზის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
ბულკიზის რაიონი
Rrethi i Bulqizës
ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ადმ. ცენტრი Bulqizë[1]
კოორდინატები 41°28′00″ ჩ. გ. 20°21′00″ ა. გ. / 41.46667° ჩ. გ. 20.35000° ა. გ. / 41.46667; 20.35000
დაარსდა 1991[1]
ფართობი 469 კმ²
მოსახლეობა 28 374 [2] კაცი (2010)
გაუქმდა 2000[1]
სასაათო სარტყელი UTC+1[3]

ბულკიზის რაიონი (ალბ. Rrethi i Bulqizës) — ალბანეთის 36 რაიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და დიბრის ოლქის შემადგენელი ნაწილია. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ბულკიზა. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 28 374 ადამიანს შეადგენს. მთლიანობაში ბულკიზის რაიონი 469 კმ²-ს მოიცავს.

მდებარეობა და გეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი ორი მდინარის — დრინისა და დიბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აღმოსავლეთი საზღვარი (მაკედონიასთან) ნაწილობრივ დრინს გასდევს. ეს ნაწილი გოლობორას სახელითაა ცნობილი და მაკედონელთა სოფლებითაა დასახლებული. რაიონის ლანდშაფტი უმეტესად მაღალმთიანია. აქ მრავლადაა 2000 მეტრზე მაღალი მთები. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დრინის ხეობაში და ბულკიზში ცხოვრობს. ბულკიზის რაიონი ცნობილია ადგილობრივი ჯიშის თხით.

ეკონომიკა და მრეწველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგიზის საბადოებში ნიკელი მოიპოვება. საბადო უმსხვილესია ალბნეთში. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. დასახლებული პუნქტების დიდი რაოდენობა რთულად მისადგომია, განსაკუთრებით ზამთარში.

ადმინისტრაციული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულკიზის რაიონი 8 მუნიციპალიტეტად იყოფა. ესენია:

მუნიციპალიტეტიმოსახლეობა
ბულკიზა8 177
ფუშე ბულგიზა3 342
გორიცა4 214
მარტანეში1 836
ოსტრენი3 034
შუპენზა5 503
ტრებიშტი993
ზერქანი4 111
  1. 1 2 3 Law G. Albania Districts — 2001.
  2. POPULLSIA SIPAS PREFEKTURAVE, 2001–2010. Albanian Institute of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2010-09-09.
  3. GeoNames — 2005.