სიღნაღის წმინდა სტეფანეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიღნაღის წმინდა სტეფანეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთი
მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე
დეტალები
მასალა რიყის ქვა

სიღნაღის წმინდა სტეფანეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ტაძარი ააგეს 1762 წელს. ტაძარი ციხესიმაგრის ნანგრევებში მდებარეობს, ერთ-ერთ დანგრეულ კოშკში. ნაკურთხია როგორც წმინდა სტეფანეს ტაძარი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურული ზეგლი წმინდა სტეფანეს ეკლესია მდებარეობს კახეთის მხარეში, კერძოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე დგას რიყის ქვით ნაშენი, ქონგურებიანი მრგვალი კოშკი და ციხის ნანგრევები. წმ. სტეფანეს ეკლესია ამ კოშკის შიგნით მდებარეობს. გარედან მისი დანახვა შეუძლებელია. კოშკის გვერდით, ქუჩიდან ქვის კიბე ადის, რომელიც სამრეკლოს ადგება. სამრეკლო კოშკის კედელშია ჩაშენებული. სამრეკლო ეკლესიის კარიბჭის ფუნქციასაც ასრულებს. კოშკის აღმოსავლეთი კედელი გაჭრილია და წმ. სტეფანეს მცირე ზომის, დარბაზული ეკლესიაა ჩაშენებული. გარედან ეკლესიი ირგვლივ საკმაოდ მცირე ადგილია. წმ. სტეფანეს ეკლესიის ინტერიერი ვიწრო და წაგრძელებულია, აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდით. დარბაზი შეისრული კამარითაა გადახურული. ასევე შეისრული პორმისაა საბჯენი თაღები. ინტერიერში ჩანს რესტავრაციის კვალი მაგალითად ადგილები რომელიც ახალი აგურით არის აღდგენილი. ტაძრის აღმოსავლეთი ნაწილი უფრო ძველია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორი ვიწრო სარკმელია გაჭრილი აფსიდსა და დასავლეთის კედელში. გარედან ეკლესიისსადა ფასადი აქვს. ნაშენია რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით. ფასადებზე ასევე შეიმჩნევა ახალი რესტავრაციის დროინდელი ახალი აგურიც. გადახურულია ორფერდა კრამიტის სახურავით. აქედან მიემართება კიბე, რომლითაც კოშკში ავდივართ, საიდანაც ეკლესიას ზევიდან დავყურებთ. წმ. სტეფანეს ეკლესიის საკურთხევლის აფსიდში მოხატულობის ფრაგმენტები გაირჩევა. სამრეკლო აგურითაა ნაშენი. მის ღიობებს შეისრული ფორმა აქვთ. სამრეკლოს თავზე ახალი ფანჩატური ადგას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 217