სიფინის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიფინის ბრძოლა
თარიღი 26-28 ივლისი, 657
მდებარეობა სირია
შედეგი ვერცერთმა მხარემ ვერ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება
მხარეები
მუავია I ალი იბნ აბუ ტალიბი
მეთაურები
უცნობია უცნობია
ძალები
120 000 90 000
დანაკარგები
უცნობია უცნობია
სიფინის ბრძოლა ვიკისაწყობში

სიფინის ბრძოლა — ერთ-ერთი ბრძოლა, რომელიც გაიმართა 657 წლის 26-28 ივლისს მართლმორწმუნე ხალიფა ალისა და სირიის აჯანყებული მმართველის მუავიას შორის. თავდაპირველად ბრძოლა აჯანყებულთათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა მუავიამ ხრიკს მიმართა: თავის ჯარისკაცებს უბრძანა შუბებზე მიემაგრებინათ გრაგნილები ყურანის ტექსტებით. მართლმორწმუნე ხალიფამ ბრძანა ბრძოლა შეეჩერებინათ. მუავიამ თავისი ჯარი გადაარჩინა. ალის არმიაში კი თავი იჩინა განხეთქილებამ. ჯარისკაცების ნაწილმა (12 ათასი) გააპროტესტა მისი გადაწყვეტილება და მიატოვა არმია. მათ მოგვიანებით ეწოდათ ხარიჯიტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gudrun Krämer: Geschichte des Islam. Dtv, München 2005, ISBN 978-3-423-34467-8, S. 39–41.
  • Gernot Rotter: Die Umayyaden und der zweite Bürgerkrieg (680–692). Steiner, Wiesbaden 1982, ISBN 3-515-02913-3