სიუდად-ობრეგონი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სიუდად-ობრეგონი Ciudad Obregón | |||
| |||
ქვეყანა | მექსიკა | ||
შტატი | სონორა | ||
კოორდინატები | 27°29′38″ ჩ. გ. 109°56′20″ დ. გ. / 27.49389° ჩ. გ. 109.93889° დ. გ. | ||
დაარსდა | 1927 | ||
ცენტრის სიმაღლე | 40 მ | ||
მოსახლეობა | 375 800 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-8 | ||
სატელეფონო კოდი | 644[1] | ||
საფოსტო ინდექსი | 85000 - 85059 | ||
საავტომობილო კოდი | 26 | ||
ოფიციალური საიტი | obregon.gob.mx | ||
სიუდად-ობრეგონი (ესპ. Ciudad Obregón) — ქალაქი მექსიკაში, სონორის შტატის სიდიდით მეორე ქალაქი. მდებარეობს შტატის აშშ-სთან საზღვრიდან (ჩრდილოეთით) 525 კმ-ით სამხრეთით, მდინარე იაკის ხეობაში. წარმოადგენს კახემეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ძველი სახელწოდებაა კახემე. ამჟამინდელი სახელი მექსიკელი რევოლუციონერის — ალვარო ობრეგონის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც წარმოშობით ახლომდებარე ქალაქ უატაბამპოდან იყო. რევოლუციის შემდეგ ალვარო ობრეგონი მექსიკის პრეზიდენტი გახდა, რის შემდეგაც და იაკის ხეობაში „აგრარული რევოლუცია“ წამოიწყო; გააუმჯობესა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ხეობა ქვყნის ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ აგროკლუტურულ რეგიონად აქცია. მას შემდეგ რაც გააუმჯობესა ხორბლის შემგუებლობითი უნარი, აქ მუშაობდა „მწვანე რევოლუციის“ არქიტექტორი, ამერიკელი აგრონომი ნორმან ბორლოუგი, რომელმაც შემდეგ ნობელის პრემია მიიღო.