სიონის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიონის ციხეარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, ნაცისკარის ხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია წრიული გალავნის (დიამეტრი დაახლოებით 25 მეტრი) კედლის წყობის 4-10 რიგი. კედლის სისქეა 1 მეტრი. გალავნის შიგნით რამდენიმე სწორკუთხა შენობის (6x4 მეტრი; 5x3 მეტრი და ასე შემდეგ) ნაშთი ჩანს. მათგან სამი გალავანზეა მიშენებული. ერთ-ერთ შენობაში ჩადგმულია რამდენიმე ქვევრი. შენობები ღარიანი კრამიტით ყოფილა გადახურული. ნანგრევებში მრავლად ჩნდება გვიანდელი შუა საუკუნეების, აგურისფრად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]