სიონის პრიორატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიონის პრიორატის გერბი

სიონის პრიორატი (ფრანგ. Prieuré de Sion) — საიდუმლო საზოგადოება, რომელიც 1970-იანი წლებიდან ფიგურირებს სალიტერატურო და სამეცნიერო კვლევებში. ორგანიზაციის სინამდვილეში არსებობას ზოგი მეცნიერი უარყოფს, თუმცა მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ამ ორდენის არსებობას დამტკიცებულად მიიჩნევს. ასევე არსებობს ვარაუდი სიონის ორდენისა და ტამპლიერთა ორდენის ურთიერთკავშირის შესახებ.

ლეგენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არარსებული სიონის პრიორატის „ოფიციალური ისტორიის“ თანახმად, ეს „საიდუმლო საზოგადოება“ გოტფრუა ბულონელმა დააარსა. ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ გოტფრუას ბრძანებით სიონის მთის ღვთისმშობლის სააბატო იქნა აღჭურვილი, სადაც ავგუსტინელი ბერების ორდენი განთავსდა, ისინი გოტფრუას მრჩევლების სახელით სარგებლობდნენ. ბერებმა, როგორც პრიორატის „არქივებით“ მტკიცდება, 1118 წელს ტამპლიერთა ორდენის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, რაც თავისთავად, პრიორატის სამხედრო-ადმინისტრაციული ინსტრუმენტი ხდებოდა. 1307 წელს ტამპლიერთა ორდენი დაითხოვეს. პრიორატის მთავარი მიზანი თითქოს მეროვინგების საფრანგეთის ტახტზე დაბრუნება და ამ წმინდა დინასტიის შენარჩუნება იყო.

მეროვინგები — ფრანკი მეფეების დინასტია, ფრანკების პირველი სახელმწიფო ისტორიაში. მართავდა V საუკუნის მიწურულიდან VIII საუკუნის შუა ხანებამდე. ამდროიდან მოკიდებული ამ „საიდუმლო საზოგადოებას“ თითქოს დიდი მაგისტრები მართავდნენ. მაგისტრის წოდება თავიდან მეროვინგების დინასტიის პირდაპირი მემკვიდრით გადაიცემოდა, შემდეგ ტრადიციები შეიცვალა დიდი მხატვრების, სწავლულთა და მოაზროვნეთა სასარგებლოდ.

გენერალური მდივანი ანუ დიდი მაგისტრი 1989 წელს, თითქოს, მეროვინგთა დინასტიის წარმომადგენელი, ვინმე პიერ პლანტერი იყო, რომელიც აცხადებდა, რომ სიონის პრიორატი იერუსალიმის ტაძრის განძს ინახავდა, რომელიც იმდროს უნდა დაბრუნებულიყო, როდესაც შესაბამისი ჟამი მოატანდა. პლანტერისვე თქმით, ამ საგანძურის ისტორიული, ფულადი ან პოლიტიკური ღირებულება არც იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი სულიერი ფასეულობა: განძში გარკვეული საიდუმლო, გამოცხადება იმალება, რომელსაც დასავლური საზოგადოების ცხოვრების გრანდიოზული ცვლილების მოხდენა შეუძლია.

ორდენის მაგისტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟან დე გიზორი (1188—1220)
  2. მარი დე სენტ–კლერი (1220—1266)
  3. გიომ დე გიზორი (1266—1307)
  4. ედუარ დე ბარი (1307—1336)
  5. ჟან დე ბარი (1336—1351)
  6. ჟან დე სენტ–კლერი (1351—1366)
  7. ბლანშ დ'ევრო (1366—1398)
  8. ნიკოლა ფლამელი (1398—1418)
  9. რენე დ'ანჟუ (1418—1480)
  10. იოლანდა დე ბარი (1480—1483)
  11. სანდრო ბოტიჩელი (1483—1510)
  12. ლეონარდო და ვინჩი (1510—1519)
  13. კონენტებლი დე ბურბონი (1519—1527)
  14. ფერდინანდ გონსაკე (1527—1575)
  15. ლუი დე ნევერი (1575—1595)
  16. რობერტ ფლადი (1595—1637)
  17. ჯ. ვალენტინო ადრეა (1637—1654)
  18. რობერტ ბოილი (1654—1691)
  19. ისააკ ნიუტონი (1691—1727)
  20. ჩარლზ რეკლიფი (1727—1746)
  21. კარლ ლოტარინგელი (1746—1780)
  22. მაქსიმილიან ლოტარინგელი (1780—1801)
  23. შარლ ნოდიე (1801—1844)
  24. ვიქტორ ჰიუგო (1844—1885)
  25. კლოდ დებიუსი (1885—1918)
  26. ჟან კოკტო (1918—1963)
  27. ფრანსუა ბალპანგენი (1963—1969)
  28. ჯონ დრიკი (1969—1981)
  29. პიერ პლანტარ დე სენტ-კლერი (1981—1984)
  30. ფილიპ დე ჩერიზი (1984—1985)
  31. პატრის პელატი (1985—1989)
  32. პიერ პლანტარ დე სენტ-კლერი (1989)
  33. ტომას პლანტარ დე სენტ-კლერი (1989)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.