სიონის ნასახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიონის ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის განაპირას, ჩრდილოეთით, ორმოებისგორასთან. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. შემორჩენილია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები კედლების წყობის ქვედა 2-4 რიგი. ნამოსახლარის მიდამოებში ნაპოვნია გვიანდელი შუა საუკუნეების აგურისფრად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]