სიმონ გირგოლავა
სიმონ სიმონის ძე გირგოლავა (რუს. Семён Семёнович Гирголав) (დ. 14 თებერვალი, 1881, თბილისი — გ. 25 იანვარი, 1957, ლენინგრადი) — რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის სამხედრო ქირურგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1943), სსრკ მედიცინის მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი (1944), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1943), სსრკ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1904 დაამთავრა პეტერბ. სამხ.- სამედ. აკადემია. ათეული წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას, 1919–37 იყო ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) სამხ.-სამედ. აკად. ზოგადი ქირურგიის, 1937–57 – ამავე აკად. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის უფროსი, 1932-იდან – ლენინგრადის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინ-ტის სამეცნ. ხელმძღვანელი. მისი შრომები ეძღვნება უმთავრესად ნეიროქირურგიის, ქირურგ., ენდოკრინოლოგიის, ონკოლოგიის და სხვა პრობლემებს. მანვე დაამუშავა ჭრილობების კლასიფიკაცია. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭ. არმიის მთ. ქირურგის მოადგილე (1941–45). 1942 მიენიჭა სამედ. სამსახურის გენ.-მ. წოდება. დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Отморожение, Л., 1940; Учебник частной хирургии, 2 изд., т. 1–2, М., 1944; Огнестрельная рана, Л., 1956.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 36.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 166.
- Шейнис В. Н., Памяти С.С. Гирголава, «Вестник хирургии», 1957, т. 79, №8.