სიერა-მაესტრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიერა-მაესტრა
სიერა-მაესტრა
სიერა-მაესტრა
კოორდინატები: 20°00′ ჩ. გ. 76°45′ დ. გ. / 20.000° ჩ. გ. 76.750° დ. გ. / 20.000; -76.750
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
უმაღლესი წერტილი ტურკინო
სიმაღლე 1974 
სიგრძე 240 კმ
სიგანე 30 კმ
სიერა-მაესტრა — კუბა
სიერა-მაესტრა

სიერა-მაესტრა (ესპ. Sierra Maestra) — ქედი კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია აღმოსავლეთით კრუსის კონცხიდან დასავლეთით დაახლოებით გუანტანამოს უბემდე. სამხრეთი კალთები მიუყვება კარიბის ზღვის სანაპიროს. სიგრძე დაახლოებით 240 კმ, სიგანე 30 კმ. საშუალო სიმაღლე 300-იდან 1500 მ-მდე. სიერა-მაესტრა კუბის უმაღლესი მთათა სისტემაა. ქედი დაგვირგვინებულია ტურკინოს პიკით (1974 მ), რომელიც ქედის დაახლოებით აღმოსავლეთ ნაწილშია აღმართული და წარმოადგენს კუბის უმაღლეს წერტილს. აგებულია ქვიშაქვებით, კირქვებითა და ვულკანური ქანებით.[1] სანტიაგო-დე-კუბის ღრმულის მეშვეობით დაყოფილია ორ ძირითად მასივად. სამხრეთ კალთები მოკლეა, ციცაბოდ ეშვება ზღვისკენ, შემოსილია მარადმწვანე ბუჩქნარებითა და წიწვოვანი ტყეებით. ჩრდილოეთი კალთა მკვეთრად აწეულია, ძლიერ არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით, შემოსილია ტროპიკული ფოთლოვანებით და მარადმწვანე ტყეებით. არის სასარგებლო წიაღისეულები, მათ შორის სპილენძი, რკინა, მანგანუმი, ვერცხლი, ქრომი, მარმარილო და სხვა. ქედის ფარგლებშია ტურკინოს ეროვნული პარკი. სიერა-მაესტრას გააჩნია პარტიზანული ომის ხანგრძლივი ისტორია. აღსანიშნავია, რომ ქედის კალთებზე მდებარეობდა ფიდელ კასტროს რევოლუციური არმიის ბაზა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]