ტურკინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტურკინო
ტურკინო
ტურკინო
კოორდინატები: 19°59′22″ ჩ. გ. 76°50′09″ დ. გ. / 19.98944° ჩ. გ. 76.83583° დ. გ. / 19.98944; -76.83583
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
სიმაღლე 1974 
ქედი სიერა-მაესტრა
ტურკინო — კუბა
ტურკინო

ტურკინოს პიკი (ესპ. Pico Turquino) — კუბის რესპუბლიკის უმაღლესი წერტილი. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სიერა-მაესტრის ქედზე. სიმაღლე 1974 მ. სავარაუდოდ მთის სახელწოდება წარმოსდგება სიტყვა ფირუზისაგან (ესპ. turqui). განსაზღვრული ადგილიდან მთას დაჰკრავს ლურჯი ელფერი, რაც სავარაუდოდ ხსნის სიტყვის მნიშვნელობას.[1] ტურკინო რუკაზე პირველად დაიტანა ხერარდო კრამერმა XVIII საუკუნის ბოლოს.

მთის პიკზე დაიდგა ხილმა მადერას მიერ შექმნილი ხოსე მარტის ბიუსტი. მთის ირგვლივ განლაგებულია ტურკინოს ეროვნული პარკი, რომელსაც უკავია 229.38 კმ² ტერიტორია.[2] მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. ფერდობებზე იზრდება ნახევრადმარადმწვანე და მარადმწვანე ტყეები. ყველაზე მაღალ ადგილებში ფიჭვის ტყეებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cuban Foreign Ministry. Pico Turquino, la montaña azul o el monte de los turcos Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-02.
  2. National Protected Areas System of Cuba. (2005)Protected Areas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-10. ციტირების თარიღი: 2007-10-10.