სიენგიუნი (იღბლიანი ღრუბლები)
სიენგიუნი (ჩინ.: 祥云) — სტილიზებული ღრუბლები ტრადიციულ, ჩინურ დეკორაციაში.[1] აგრეთვე ცნობილი, როგორც იუნვენი (ჩინ.: 云纹), სიხარულის ღრუბლები, ან იღბლიანი ღრუბლები.
სიენგიუნი ჩინური ხელოვნების ყველაზე ხშრად გამოყენებული, იღბალთან ასოცირებული ნიმუშია.[2] ღრუბლების ორნამენტის ჩანასახები ჯერ კიდევ შანგისა და აღმოსავლეთ ჭოუს დინასტიის დროს ჩნდება[3] და წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს დეკორაციის ელემენტსა და ორნამენტს, რომელსაც ვხვდებით ჩინურ ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ტექსტილსა და ტანისამოსში.[4] ჩინურ ტექსტილზე გამოყენებულ სიენგიუნს გააჩნია მრავალი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფორმა.[5] ღრუბლების ეს გამოსახულება ჩინეთში მრავალი საუკუნის მანძილზე, თაობიდან თაობას გადაეცემა და დღემდე ფასობს, როგორც ჩინური, ტრადიციული კულტურის მნიშვნელოვანი გადმონაშთი.
მისი ისტორიის საწყის ეტაპზე, ღრუბლები მოქცეული იყო რიტუალური და ლიტურგიული ჩარჩოს ფარგლებში, სადაც სიენგუნი ხშრად ასოცირდებოდა ღვთაებებთან და იღბლის მომტანად აღიქმებოდა. ჩინურ მითოლოგიაში მითოლოგიური არსებები და ღვთაებები ცხოვრობდნენ ღრუბლებში. დაკავშირებული იყო ჩინელ უკვდავებთან (Xian) და მათ რეზიდენციასთან მთა ფენგლაიზე.[6] [7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Chinese art : a guide to motifs and visual imagery.
- ↑ Proceedings of the 3rd International Conference on Mechatronics Engineering and Information Technology (ICMEIT 2019).
- ↑ Islamic chinoiserie : the art of Mongol Iran.
- ↑ Auspicious Clouds - Long Museum.
- ↑ Symbols – USC Pacific Asia Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-06.
- ↑ Cross-cultural design : methods, practice, and case studies : 5th International Conference, CCD 2013, held as part of HCI International 2013, Las Vegas, NV, USA, July 21-26, 2013, Proceedings. Part I.
- ↑ (2018) Illustrated Dictionary of Symbols in Eastern and Western Art. Boulder: Routledge. ISBN 978-0-429-96848-8. OCLC 1036780008.