ჩინეთის არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
11 Temple of Heaven.jpg

ჩინეთის არქიტექტურა - ჩინეთის არქიტექტურული ტრადიცია. ჩინეთის არქიტექტურის დტანდარტი ჩამოყალიბდა ჩინეთის იმპერიის დროს და მის შემდეგ დიდად არ შეცვლილა, იცვლებოდა მხოლოდ დეკორის სტილი. გავლენა იქონია აზიის სხვა ქვეყნების არქიტექტურაზე, კერძოდ იაპონიაში, კორეაში, ვიეტნამში, ტაილანდში, მალაიზიაში, სინგაპურში, ფილიპინებში, მონღოლეთში და ინდონეზიაში. ტიპიურად ხასიათდება სიმეტრიულობით, ფენ-შუის წესების დაცვით, დიდი ღია სივრცეებით, კოსმოლოგიური და მითოლოგიური სიმბოლიზმით. ძირითადად ერთგვაროვანია, განსხვავდება ნაგემომის სტატუსის (სამეფო, ჩვეულებრივი, რელიგიური) მიხედვით, არსებობს მცირე განსხვავებები რეგიონის მიხედვით. სამშენებლო მატერიალი ჩვეულებრივად ხეა, რის გამოც ბევრმა ნაგემომამ ჩვენამდე ვერ მოაღწია - ჩინეთის არქიტექტურაზე ცნობების უმეტესობა დაფუძვნებულია ნაგებობების შემორჩენილ კერამიკულ მინიატურებზე.

თანამედროვე ჩინეთში არქიტექტორები ხშირად ცდილობენ ტრადიციული ელემენტების თანამედროვესთან შერწყმას, მაგრამ ქალაქებში ტრადიციული არქიტექტურა ვეღარ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. გაჩნდა საჭიროება სწრაფი და პრაქტიკული მშენებლობის, როდესაც ტრადიციულ ჩინურ სახლებს არ აქვთ სამზე მეტი სართული. სოფლებში ტრადიციები მეტად შემორჩენილია - მოთხოვნადია ხის და ქვის დამუშავების კლასიკური ტექნიკები.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი სამშენებლო მატერიალი ხე იყო. ამის მიზეზი იყო როგორც ხის ხელმისაწვდომობა, ასევე რწმენა, რომ ხე სიცოცხლის ენერგიის მატარებელია და ადამიანი ბუნებასთან კავშირში უნდა იყოს. ამავე მიზეზით არ გამოიყენებოდა ქვა - ის ასოცირდებოდა სიკვდილთან და სამარხთან. ხე არ არის ისეთივე გამძლე, როგორც ქვა ან აგური და ბევრმა ხის ნაგებობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. უძველესი შემორჩენილი ჩინური პაგოდა აგურითაა ნაშენი.

ნაგებობები ხშირად ამაღლებულ ფუნდამენტზეა აგებული, რომელიც ქვის ან თიხის ფირფიტებისგან შედგება. სახურავი რამდენიმე ერთმანეთთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ ხის ანძას უჭირავს. არსებობს სახურავის წონის გადანაწილების უფრო კომპლექსური მეთოდებიც, რომლებსაც მაღალი კლასის ნაგებობებში გამოიყენებოდა. მეთოდი, რომლითაც უძველესი მშენებლები ანძებს აღმართავდნენ უცნობია. კედლების მაგივრად და ოთახების დასაყოფად გამოიყენება სრიალა კარები ან მსგავსი კონსტრუქციები. სახურავს თავისებური ფორმა აქვს, ბრტყელი სახურავები არ არის გავრცელებული.

სიმბოლიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმეტრია ჩინურ არქიტექტურაში ბალანსის და ჰარმონიის სიმბოლოა, რომელიც გვხვდება როგორც სასახლეების, ასევე ჩვეულებრივი სახლების დაგეგმილობაში. დამატებითი სტრუქტურების მიშენებისას ყოველთვის ცდილობდნენ სიმეტრიის დაცვას, თუ ამის შესაძლებლობა იყო. სახლის მიმდებარე ბაღი, პირიქით, ასიმეტრული იყო, რაც ბუნებრივი დინების შენარჩუნების სიმბოლო იყო. ბაღში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქვები და ნაკადული, როგორც ინის და იანის (უძრავობა და მოძრაობა, უკვდავება და ცხოვრების დინება) სიმბოლო.

ფართოდ გამოიყენება დაისიზმის, ფენ-შუის და ბუდიზმის პრინციპები, გარკვეული ფერების, რიცხვების და მიმართულების გამოყენება. მათ იცავენ თანამედროვე სამშენებლო კომპანიებიც, რაც ზოგი ხიდი ქალაქის დაგეგმილობაში ჩანს. ინტერიერში გვხვდება სხვადასხვა ბოროტი სულების საწინააღმდეგო ტალისმანები და კეთილდღეობის სიმბოლოები, მაგ. ხილის გამოსახულებები. ფენ-შუის პრინციპით სიმაღლეზე უფრო პრესტიჟულად სიგანე ითვლებოდა და მდიდრების სახლები ხშირად განიერ პლატფორმას წარმოადგენდა.

გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმის, რომ ჩინური არქიტექტურა უმეტესად იზოლირებულად ყალიბდებოდა,მასში მაინც შეინიშნება გარკვეული უცხოული ელემენტებიც. უცხოური ელემენტების შემოღება უმეტესად დამპყრობელმა დინასტიებმა გამოიწვიეს, რომლებიც არა მხოლოდ ავრცელებდნენ ჩინეთის კულტურას, არამედ მათ ელემენტებსაც აკვირდებოდნენ.

X საუკუნეში ჩინეთის სავაჭრო ქალაქ ნინგბოში არაბი მევაჭრეები დასახლდნენ, რომლებმაც შემდგომში მუსლიმური კულტურა გაავრცელეს. ისლამური გავლენა ჩინეთის არქიტექტურაზე უმეტესად ჩინურ მეჩეთებში იგრძნობა.

ჩინეთის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინურმა არქიტექტურამ დიდი გავლემა იქონია ყველა ქვეყანაზე რეგიონში. მისი გავლენა საგრძნობელია იაპონიაში, კორეაში, ვიეტნამში, მონღოლეთში, ასევე გარკვეულწილად სამხრეთ აზიაშიც. ეს გამოიწვია დაპყრობების და ქვეყნის ზოგადი სიძლიერის გარდა ასევე ჩინურმა ფილოსოფიამ, რომელმაც დიდწილად განაპირობა არქიტექტურის ბევრი ელემენტი და რომელიც მეზობელ ქვეყნებშიც გავრცრლდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • L. Carrington Goodrich (2007). A Short History of the Chinese People. Sturgis Press. ISBN 978-1406769760.
  • McCannon, John (19 March 2018). Barron's how to Prepare for the AP World History Examination. Barron's Educational Series. ISBN 9780764118166. Archived from the original on 20 March 2018. Retrieved 19 March 2018 – via Google Books.
  • Steinhardt, Nancy Shatzman. "The Tang Architectural Icon and the Politics of Chinese Architectural History," The Art Bulletin(Volume 86, Number 2, 2004): 228–254. Page 228.
  • Formichi, Chiara (1 October 2013). Religious Pluralism, State and Society in Asia. Routledge. ISBN 9781134575428. Archived from the original on 20 March 2018. Retrieved 19 March 2018 – via Google Books.
  • Sthapitanond, Nithi; Mertens, Brian (19 March 2018). Architecture of Thailand: A Guide to Tradition and Contemporary Forms. Editions Didier Millet. ISBN 9789814260862. Archived from the original on 20 March 2018. Retrieved 19 March 2018 – via Google Books.