სიაოვეი ჟუანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Ekkatterrinna.|10|12|2023}}

სიაოვეი ჟუანგი
庄小威
დაბ. თარიღი 21 იანვარი, 1972(1972-01-21) (52 წლის)
დაბ. ადგილი Rugao
მოქალაქეობა  აშშ
 ჩინეთი
საქმიანობა ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი[1] და ჰაუარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტი
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი[2] , University of Science and Technology of China[2] და Suzhou High School
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები მაკართურის სტიპენდია[3] , ამერიკის ქიმიის საზოგადოების პრემია სუფთა ქიმიაში, მოლეკულური ბიოლოგიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემია[4] , მაქს დელბრიუკის პრემია[5] [5] , ჰენრი პიერ ჰაინეკენის პრემია ბიოქიმიასა და ბიოფიზიკაში, Breakthrough Prize in Life Sciences[6] , Sackler Prize for Biophysics, Lurie Prize in Biomedical Sciences[7] , EMBO-ს წევრობა, Packard Fellowship for Science and Engineering[8] , Pearl Meister Greengard Prize[9] , J. Allyn Taylor International Prize in Medicine[2] , Coblentz Award[10] , AAAS-ის წევრი[11] , Camille Dreyfus Teacher-Scholar Awards, NAS Award for Scientific Reviewing[12] და Heinrich Wieland Prize

სიოავოეი ჟუანგი (ინგლ. Xiaowei Zhuang ; ჩინ. გამარტ. 庄小威, ფინინი: Zhuāng Xiǎowēi  ; დ. 1972 წლის 21 იანვარი, ჟუგაო, ჯიანგსუ) — ჩინელ-ამერიკელი ბიოფიზიკოსი . ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერების ეროვნული აკადემიის (2012), ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამედიცინო აკადემიის, (2020 [13] ) ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების (2019), ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (2015).აღიარება მოიპოვა მიღწევებით ბიოსამედიცინო კვლევის მოწინავე ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების სფეროში, კერძოდ, ერთმოლეკულური და სუპერ რეზოლუციის მიკროსკოპის მეთოდების შემუშავებით [14] . 2006 წელს მან შეიმუშავა მეთოდი STORM (Stochastic Optical Reconstruction Microscopy).s[15] [16]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიაოვეი ჟუანგი 1987-1991 წლებში სწავლობდა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე. 1991-1996 წლებში სწავლა განაგრძო კალიფორნიის უნივერსიტეტში, (ბერკლი), რომლის დასრულების შემდეგ გახდა ფილოსოფიის დოქტორი ფიზიკაში.

1997-2001 წლებში — სტენფორდის უნივერსიტეტის პოსტდოქტორი.

2001 წლიდან გახდა ასისტენტ პროფესორი, ხოლო 2005 წლიდან — ასოცირებული პროფესორი, 2006 წლიდან იყო ქიმიისა და ქიმიური ბიოლოგიის კათედრის პროფესორი, ამავე დროს მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრაზე. 2014 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებათა პროფესორია. 2015 წლიდან ჰარვარდის სამეცნიერო ცენტრის (Center for Advanced Imaging at Harvard) დირექტორია. გაფართოებული გამოსახულების ცენტრის დირექტორია. 2005 წლიდან ასევე მუშაობს ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტში (Howard Hughes Medical Institute). არის მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის (2012) და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (2013) წევრი.

ჟურნალ Neurophotonics (2016 წლიდან) მთავარი რედაქტორი, ჟურნალების Cell (2009 წლიდან), ACS Central Science და ACS Photonics (2014 წლიდან), 2009 წლიდან ჟურნალ Annual Review of Biophysics სარედაქციო საბჭოს წევრი და ასოცირებული რედაქტორია. ასევე იყო Biophysical Journal-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-2012). სტოკჰოლმის უნივერსიტეტის (2016) და დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (2017) საპატიო დოქტორი. ავტორია ასზე მეტი ნაშრომის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]