სვერის ციხე (იმერეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სვერის ციხე)
Jump to navigation Jump to search

სვერის ციხე, სუერის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მდინარე სვერისხევის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი სოფელ სვერის ჩრდილოეთით.

ციხე შემორჩენილია ნანგრევების სახით. სვერის ციხის აგების თარიღად მიჩნეულია VI-VII საუკუნეების მიჯნა. ისტორიული წერილობითი წყაროების მონაცემების თანახმად, სვერის ციხე უკვე არსებობდა მურვან-ყრუს შემოსევების დროს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა მისი აღება.სვერის ციხე პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება. 1068 წელს, ალფ-არსლანის შემოსევების შესახებ მემატიანე გადმოგვცემს: “სადაც მოუწიეს დაარბიეს ვიდრე სვერის ციხემდეო.” ციხის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც.1590 სვერის ციხე ქართლის მეფემ - სიმონ I-მა დაიკავა. 1661 იმერეთში ლაშქრობის დროს, ქართლის მეფემ - ვახტანგ V-მ აიღო და აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს გადასცა. 1744 იმერეთის მეფე - ალექსანდრე V დაეუფლა. 2 წლის შემდეგ აბაშიძეებმა დაიბრუნეს. ხრესილის ბრძოლის (1757) შემდეგ ემორჩილებოდა იმერეთის სამეფო ხელისუფლებას. 1763 წელს ოსმალებმა აიღეს და დაანგრიეს. შემდგომ წლებში სვერის ციხე აღადგინეს. იმერეთის აჯანყების (1810) დროს რუსეთის ჯარმა დაიკავა. ამის შემდეგ სვერის ციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 314-315, თბ., 1985 წელი.
  • გიორგი ცქიტიშვილი, სვერის ციხე, ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ 21., გვ.34 -38