სესილ ვოგტ-მუნიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესილ ვოგტ-მუნიე
ფრანგ. Cécile Vogt-Mugnier
დაბ. თარიღი 27 მარტი, 1875(1875-03-27)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ანსი[1]
გარდ. თარიღი 4 მაისი, 1962(1962-05-04)[1] [2] [3] (87 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[1]
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა neuropathologist, ნეიროფიზიოლოგი და neurologist
ალმა-მატერი Bicêtre
მეუღლე Oskar Vogt
შვილ(ებ)ი Marthe Vogt და Marguerite Vogt
ჯილდოები გდრ-ის ეროვნული პრემია

სესილ ვოგტი ( ფრანგ. Cécile Vogt-Mugnier, დ. 27 მარტი, 1875, ანსი — გ. 4 მაისი, 1962, კემბრიჯი) — ფრანგი ნევროპათოლოგი და ნეიროფიზიოლოგი. მეუღლესთან, ოსკარ ვოგტთან ერთად შეისწავლა ადამიანის ტვინი. მეცნიერების: მარტე და მარგარიტა ვოგტების დედა.

Პროფესიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სესილ ვოგტმა 1900 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პარიზში. იგი სწავლობდა პიერ მარისთან ბისეტრის საავადმყოფოში. იმ დროს ქალთა მხოლოდ 6% იყო დოქტორის ხარისხის მფლობელი, მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათი წელი იყო გასული რაც ქალები მონაწილეობდნენ სამედიცინო კვლევებში. [4] ვოგტისა და მისი მეუღლის დასკვნები მიელინოგენეზის შესახებ დაეხმარა მას სადისერტაციო მუშაობის დროს კატების ცერებრალური ქერქის ბოჭკოვან სისტემებზე (ფრანგ. Étude sur la myelination of hémishères cérébraux) და არქიტექტონიკაში კვლევების დაწყებაში. [5] ბერლინში 1920 წლის 16 იანვარს ვოგტმა მიიღო ლიცენზია. სამეცნიერო მიღწევებისა და სამედიცინო გამოცდილების წყალობით, მას არ დასჭირდა გამოცდების ჩაბარება და პრაქტიკული სწავლების გავლა ერთი წლის განმავლობაში.

მიუხედავად მიღწევებისა, ვოგტს არ ჰქონია არც სათანადო დაფასება და არც შესაფერისი კარიერული წინსვლა. მხოლოდ 1919 წლიდან 1937 წლამდე ეკავა მკვლევარის ოფიციალური, ანაზღაურებადი თანამდებობა, კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტში. კათედრის ხელმძღვანელის თანამდებობა შეესაბამებოდა ექსტრაორდინალური პროფესორის თანამდებობას. თუმცა, ცხოვრების უმეტესი ნაწილი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა და მეუღლის შემოსავლით ცხოვრობდა.

კვლევითი ინსტიტუტის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სესილ ვოგტის ბრინჯაოს ბიუსტი, რომელიც მდებარეობს ბერლინ-ბუხის ბიოსამედიცინო კამპუსში, ტვინის კვლევის ყოფილ ინსტიტუტში.

1898 წელს ვოგტებმა დააარსეს კერძო კვლევითი ინსტიტუტი ბერლინში (ნევროლოგიური ცენტრი), რომელიც ოფიციალურად ასოცირდება ჰარიტის ფიზიოლოგიურ ინსტიტუტთან, როგორც ბერლინის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიური ლაბორატორია. ეს ინსტიტუტი დაედო საფუძვლად 1914 წელს კაიზერ ვილჰელმის ტვინის კვლევის ინსტიტუტის (Kaiser Wilhelm Institute for Brain Research) ჩამოყალიბებას, რომლის დირექტორიც ოსკარი იყო. ამ ინსტიტუტმა ასევე დაუდო სათავე მაქს პლანკის სახელობის ტვინის კვლევის ინსტიტუტის შექმნას 1945 წელს. [6]

1936 წელს ვოგტი ქმარს თან ახლდა გერმანიის სამხრეთში, სადაც მათ ნოიშტადტში დააარსეს ტვინის კვლევისა და ზოგადი ბიოლოგიის ინსტიტუტი. [7] [8]

1959 წელს ვოგტმა დააარსა ტვინის კვლევის ინსტიტუტი, რომელიც 1964 წელს შევიდა დიუსელდორფის უნივერსიტეტის შემადგენლობაში. ინსტიტუტში განთავსებულია ტვინის ფრაგმენტების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია მსოფლიოში.

ჯილდოები და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარისა და სესილ ვოგტების მემორიალური დაფა ბერლინ-ბუხის ტვინის კვლევის ინსტიტუტის შენობაზე. დაფა შეიქმნა 1965 წელს მოქანდაკე აქსელ შულცის მიერ

1924 წელს სესილ ვოგტი მეუღლესთან ერთად გახდა ჟურნალის Psychology and Neurology-ის თანარედაქტორი.

1932 წელს სესილ ვოგტმა მიიღო უმაღლესი სამეცნიერო აკადემიური ჯილდო, როდესაც ვოგტები აირჩიეს ლეოპოლდინში ჰალეში. 1950 წელს მას და ოსკარს მიენიჭათ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კლასის ეროვნული ჯილდო. ვოგტმა ასევე მიიღო საპატიო დოქტორის წოდებები ფრაიბურგის, იენას და ბერლინის უნივერსიტეტებიდან.

მოგვიანებით ვოგტები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ ტილმან შპენგლერის რომანის „ლენინის ტვინი“ (1991) გამო, როდესაც ოსკარ ვოგტმა მიიღო საპატიო დავალება, შეესწავლა ლენინის ტვინი სიკვდილის შემდეგ.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სესილ ვოგტი დაიბადა 1875 წლის 27 მარტს ანსიში ( საფრანგეთი ). მდიდარი და ღვთისმოსავი დეიდა იხდიდა გოგონას სწავლის საფასურს მონასტრის სკოლაში, მაგრამ სესილი დედასთან საცხოვრებლად დაბრუნდა და განაგრძო სწავლა.იგი ემზადებოდა კერძო მასწავლებლებთან საბაკალავრო გამოცდებისთვის. შედეგად, მან მიიღო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი. 18 წლის ასაკში სესილი გახდა ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქალთაგან, ვინც პარიზის სამედიცინო სკოლაში ჩააბარა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1899 წელს სესილი დაქორწინდა ოსკარ ვოგტზე. წყვილი ერთად მუშაობდა კვლევებზე სამოცი წლის განმავლობაში, რომელთა მთავარი ავტორი, როგორც წესი, სესილი იყო. ვოგტს ჰყავდა ორი შვილი — მარტე და მარგარიტა ვოგტები. ორივე აღიარებული მეცნიერი გამოვიდა. [9]

გვიანდელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვიანებით, კარიერის განმავლობაში, ვოგტმა ფოკუსირება მოახდინა გენეტიკაზე, ატარებდა ექსპერიმენტებს მწერებზე, რომლებსაც აგროვებდა კავკასიაში, ბალკანეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ბალეარის კუნძულებზე დასვენების დროს. მათი უმცროსი ქალიშვილი მარგარიტა ამ კვლევას ათი წლის განმავლობაში ატარებდა კალიფორნიაში გამგზავრებამდე.

წყვილი აგრძელებდა მუშაობას 1959 წელს ოსკარ ვოგტის გარდაცვალებამდე, ხოლო ქმრის გარდაცვალების შემდეგ ვოგტი გადავიდა კემბრიჯში, ინგლისში, რათა ყოფილიყო უფროს ქალიშვილ მარტთან. სესილი იქ გარდაიცვალა 1962 წელს. [10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #117467464 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 http://www.fembio.org/biographie.php/frau/frauendatenbank?fem_id=28011
  4. Helga Satzinger — Femininity and Science: The Brain Researcher Cécile Vogt (1875—1962) დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . Translation of: Weiblichkeit und Wissenschaft. In: Bleker, Johanna (ed.): Der Eintritt der Frauen in die Gelehrtenrepublik. Husum, 1998, 75-93.
  5. John Carew Eccles (2011). The legacy of John C. Eccles: selected letters (1937-1963) and guide to the archive in Düsseldorf. Shaker. ISBN 978-3-8440-0367-3. 
  6. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  7. Biographies. Max-Delbrück-Centrum für Molekulare Medizin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-13. ციტირების თარიღი: 2019-06-23.
  8. Cécile und Oskar Vogt-Institut für Hirnforschung GmbH. Gesellschaft von Freunden und Förderernder Heinrich-Heine-Universität Düsseldorf e.V.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-07. ციტირების თარიღი: 2014-05-06.
  9. Ogilvie, Marilyn Bailey (2000). „Vogt, Cécile (Mugnier) (1875–1962)“, The Biographical Dictionary of Women in Science: L-Z. New York: Routledge, გვ. 1329–1330. ISBN 978-0-415-92040-7. 
  10. Cécile Vogt (2014). ციტირების თარიღი: 2019-06-23.