სესარ ვალიეხო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სესარ ვალიეხო
Cesar vallejo 1929.jpg
დაბ. თარიღი 16 მარტი 1892(1892-03-16)[1]
დაბ. ადგილი პერუ
გარდ. თარიღი 15 აპრილი 1938(1938-04-15)[1] (46 წელი)
გარდ. ადგილი პარიზი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა Flag of Peru.svg პერუ
ალმა-მატერი ტრუხილიოს ეროვნული უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია და ნარატივი
მეუღლე ჟორჟეტ ვალიეხო
ხელმოწერა Firma cvallejo.png
César Vallejo ვიკისაწყობში

სესარ აბრაამ ვალიეხო მენდოსა (ესპ. César Abraham Vallejo Mendoza, 16 მარტი 1892, სანტიაგო-დე-ჩუკო15 აპრილი 1938, პარიზი) — პერუელი პოეტი, მეამბოხე და ნოვატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პერუს ანდებში, ინდიელ–ესპანური არმოშობის მრავალშვილიანი ღარიბ ოჯახში. 1910–1915 წწ. სწვლობდა ლიტერატურას ტრუხილიოს თავისუფალ უნივერსიტეტში. 1922 წელს ცრუ ბრალდების საფუძველზე დააკავეს და 4 თვე გაატარა ციხის კედლებში. 1923 წელს გადავიდა პარიზში, სადაც დაუახლოვდა ფრანგ, ესპანელ და ლათინოამერიკელ სიურრეალისტებს (ვისენტე უიდობრო, პაბლო ნერუდა, ტრისტან ტცარა). 1927 წელს ესტუმრა სსრკ-ს. 1928 წელს გაწევრიანდა პერუს კომუნისტურ პარტიაში. ესპანეთის სამოქალაქო ომში მხარს უჭერდა რესპუბლიკელებს.

გარდაიცვალა 1938 წელს პარიზში, დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015: