სერდიკის ედიქტი
იერსახე
სერდიკის ედიქტი ასევე გალერიუსის ტოლერანტობის ედიქტი[1][2][3] — 311 წელს სერდიკაში (ახლანდელი სოფია, ბულგარეთი) რომაელი იმპერატორის გალერიუსის მიერ გამოცემული ედიქტი. მან ოფიციალურად შეწყვიტა ქრისტიანობის დიოკლეტიანესეული დევნა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.[4]
ედიქტმა არაპირდაპირ მიანიჭა ქრისტიანობას religio licita-ს სტატუსი, რაც გულისხმობს სარწმუნოებას, რომელიც აღიარებული და მიღებული იყო რომის იმპერიაში.[5] ეს იყო პირველი ედიქტი, რომელმაც დააკანონა ქრისტიანობა და ორი წლით გაუსწრო მილანის ედიქტს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Orlin, Eric (19 November 2015). Routledge Encyclopedia of Ancient Mediterranean Religions. Routledge, გვ. 287. ISBN 9781134625529.
- ↑ MacMullen, Ramsay; Lane, Eugene (1 January 1992) Paganism and Christianity, 100-425 C.E.: A Sourcebook. Fortress Press, გვ. 219. ISBN 9781451407853.
- ↑ Takacs, Sarolta Anna; Cline, Eric H. (17 July 2015) The Ancient World. Routledge, გვ. 202. ISBN 9781317458395.
- ↑ Gibbon, Edward (1 January 2008). The History of the Decline and Fall of the Roman Empire. Cosimo, Inc., გვ. 132. ISBN 978-1-60520-122-1.
- ↑ Marcone, Arnaldo (2002). Pagano e cristiano. Vita e mito di Costantino. GLF editori Laterza, გვ. 57. ISBN 9788842065951.