სერგო გერსამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერგო ლუკას ძე გერსამია (დ. 11 ივნისი, 1892, ქუთაისი, — გ. 8 იანვარი, 1968, თბილისი) — ქართველი თეატრმცოდნე, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1911). იმავე წელს გამოსცა იუმორისტული ალმანახები „მაშხალა“ და „ნემსი“. 1913 წლიდან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ათავსებდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათის წერილებს. 1914 წელს იყო ქუთაისში გამომავალ გაზეთ „ჩვენი ერის“ რედაქტორ-გამომცემელი. იმავე წელს მთავრობამ გაზეთი სამუდამოდ დახურა, თავად გერსამიას კი ათი დღის პატიმრობა მიუსაჯა.

1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა პირველი რესპუბლიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების, დრამატული საზოგადოების, სამუსიკო საზოგადოების და საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; დასავლეთ საქართველოში ერობათა კავშირის რწმუნებული. საბჭოთა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებაში, 1938–1957 წლებში — საქართველოს თეატრის მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოხუმის თეატრი (ავტორი). - სოხუმი, საქპოლიგრაფგამომც. სტ. ქ. სოხუმში, 1951.
  • გიორგი ერისთავის თეატრი (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1950.
  • აკაკი წერეთელი და ქართული თეატრი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1949.
  • ქუთაისის თეატრი (1861-1920) (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1947.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 601.
  • „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“: იოსებ იმედაშვილი // I ტომი. - თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2018. - გვ. 567.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]