სერა-დე-კოლსეროლა
Jump to navigation
Jump to search
სერა-დე-კოლსეროლა | |
---|---|
![]() კოლსეროლის ხედი ბარსელონის ფონზე | |
კოორდინატები: 41°24′44″ ჩ. გ. 2°04′26″ ა. გ. / 41.41222° ჩ. გ. 2.07389° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | ტიბიდაბო |
სიმაღლე | 512 მ |
სერა-დე-კოლსეროლა (ესპ. Serra de Collserola) — მთის ქედი ესპანეთში, მდინარე ბესოსსა და ლიობრეგატს შორის. მიეკუთვნება კატალონიის სანაპირო ქედს.
მთა ბარსელონას ვალესის ვაკისგან გამოყოფს. უმაღლესი მწვერვალია ტიბიდაბო (512 მ). მასივის გეოგრაფიულ საზღვრებს წარმოადგენს მდინარე ლობრეგატისა და ბესოსის ხეობები, ბარსელონის ვაკე და ვალესის აუზი.
1987 წელს, მთაზე შეიქმნა დაცული ტერიტორია — კოლსეროლის პარკი, რომლის ფართობიც 84,65 კმ²-ია. იგი მსოფლიოს უდუდესი მეტროპოლიური პარკია, რვაჯერ დიდი ვიდრე პარიზის ბულონის ტყე, და 22-ჯერ დიდი ვიდრე ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკი.