სენტ-მარი
| მშობ. სახელი: ფრანგ. Île Sainte-Marie | |
|---|---|
|
სენტ-მარი | |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
| კოორდინატები | 16°50′00″ ს. გ. 49°55′00″ ა. გ. / 16.83333° ს. გ. 49.91667° ა. გ. |
| ფართობი | 222 კმ² |
| სიგრძე | 49 კმ |
| სიგანე | 5-10 კმ |
| უმაღლესი წერტილი | 112 მ |
| პროვინცია | ტუამასინის პროვინცია |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 26 547 ად. (2013) |
| სიმჭიდროვე | 119,58 ად. /კმ² |
სენტ-მარი, ნუსი-ბურაჰა (ფრანგ. Île Sainte-Marie) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, მადაგასკარის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. ადმიმისტრაციულად შედის მადაგასკარის ტუამასინის პროვინციაში. ფართობი — 222 კმ².
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კუნძულ მადაგასკარიდან გამოყოფილია სრუტით, რომელიც ყველაზე ვიწრო ადგილში 6 კმ-ია. წაგრძელებულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე — 49 კმ, სიგანე — 5-10 კმ. კუნძულის სამხრეთ დაბოლოებასთან განლაგებულია პატარა კუნძული ნატი, რომელიც სენტ-მარიდან დაახლოებით 400 მ სიგანის სრუტით არის გამოყოფილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის ისტორია დაკავშირებულია მეკობრეებთან, რომლებსაც აქ ჰქონდათ ბაზა. სენტ-მარი მოხსენებულია გამოგონილ მეკობრეთა სახელმწიფო ლიბერტალიასთან დაკავშირებით.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის მონაცემების მიხედვით კუნძულზე ცხოვრობდა 26 547 ადამიანი. მთავარი დასახლებული პუნქტია ამბუდიფუტატრა (Ambodifotatra).
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს აეროპორტი, რომელიც ადგილობრივ ავიახაზებს ემსახურება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სენტ-მარი დაარქივებული 2015-03-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)