სემ ელერდაისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სემ ელერდაისი
Sam Allardyce
Big Sam Allardyce signs autographs for fans October 2014.jpg
სემ ელერდაისი ბოლეინ გრაუნდზე 2014 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სემუელ ელერდაისი
დაბადების
თარიღი
19 ოქტომბერი, 1954 (1954-10-19) (65 წლის)
დაბადების
ადგილი
დადლი, ინგლისი
სიმაღლე 191 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვესტ ჰემ იუნაიტედი (მთავარი მწვრთნელი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973-1980 ბოლტონ უონდერერსი 184 (21)
1980-1981 სანდერლენდი 25 (2)
1981-1983 მილუოლი 63 (2)
1983 ტამპა ბეი როუდისი 11 (1)
1983-1984 ქოვენთრი სიტი 28 (1)
1984-1985 ჰადერსფილდ თაუნი 37 (0)
1985-1986 ბოლტონ უონდერერსი 28 (1)
1986-1989 პრესტონ ნორს ენდი 90 (2)
1989-1991 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 1 (0)
1991-1992 ლიმერიკი 23 (3)
1992 პრესტონ ნორს ენდი 3 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1989-1991 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (ასისტენტი)
1991-1992 ლიმერიკი (მოთამაშე-მწვრთნელი)
1992 პრესტონ ნორს ენდი (დროებითი მწვრთნელი)
1994-1996 ბლექპული
1997-1999 ნოთს ქაუნთი
1999-2007 ბოლტონ უონდერერსი
2007-2008 ნიუკასლ იუნაიტედი
2008-2010 ბლექბერნ როვერსი
2011- ვესტ ჰემ იუნაიტედი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სემუელ „სემ“ ელერდაისი (ინგლ. Sam Allardyce; დ. 19 ოქტომბერი, 1954, დადლი) — ინგლისელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. 2011 წლის შემდეგ ის არის ვესტ ჰემ იუნაიტედის თავკაცი.

როგორც ფეხბურთელმა, ელერდაისმა მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტ შეხვედრაში და ითამაშა ბოლტონ უონდერერსის, სანდერლენდის, მილუოლის, ტამპა ბეი როუდისის, ქოვენთრი სიტის, ჰადერსფილდ თაუნის, პრესტონ ნორს ენდის, ვესტ ბრომვიჩ ალბიონის და ლიმერიკის რიგებში. სამწვრთნელო კარიერაში გადაბარგების შემდეგ ის თავკაცობდა ლიმერიკს, ბლექპულსა და ნოთს ქაუნთის, საიდანაც გადაბარგდა ბოლტონ უონდერერსში და ამ გუნდის მწვრთნელი იყო 1999-დან 2007 წლამდე. მან ბოლტონი გაიყვანა ინგლისის ლიგის თასის ფინალში და ისტორიაში პირველად მოაპოვებინა გუნდს უეფას თასის საგზური.

ნიუკასლ იუნაიტედსა და ბლექბერნ როვერსში მოღვაწეობის შემდეგ 2011 წელს ელერდაისმა ვესტ ჰემ იუნაიტედი ჩაიბარა, რომელიც იმხანად ახალი გავარდნილი იყო პრემიერ ლიგიდან. ამჟამად არსენ ვენგერის შემდეგ სემი პრემიერ ლიგაში მეორე მწვრთნელია, რომელიც ყველაზე დიდ ხანს უდგას სათავეში ერთ კლუბს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]