პრინცესების დაცვის პროგრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრინცესების დაცვის პროგრამა
ავტორი ენი დეიანგი
დევიდ მორგასენი
სცენარი ენი დეიანგი
რეჟისორი ელისონ ლიდი-ბრაუნი
მონაწილეობენ
კომპოზიტორ(ებ)ი ჯონ ვან ტონგერენი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი დანიელე ვეინსტოკი
მონტაჟი მარკ კონტე
ოპერატორი დევიდ ა. მაკინი
ხანგრძლივობა 89 წუთი
კომპანია Rainforest Productions
დისტრიბუტორი Disney–ABC Domestic Television
პირველად ეთერში 26 ივნისი, 2009
რესურსები ინტერნეტში
საიტი

„პრინცესების დაცვის პროგრამა“ (ინგლ. Princess Protection Program) — 2009 წლის ამერიკული კომედიური ფილმი, გადაღებული Disney Channel-ისთვის. ფილმის რეჟისორია ელისონ ლიდი-ბრაუნი, მონაწილეობენ დემი ლოვატო და სელენა გომესი. სცენარი დაწერა ენი დეიანგმა. ფილმის პრემიერა შედგა 2009 წლის 26 ივნისს აშშ-ში Disney Channel-ზე და გამოვიდა DVD ფორმატით 2009 წლის 30 ივნისს.[1] 2009 წელს ფილმმა მიიღო Teen Choice Awards ნომინაციაში „წლის საზაფხულო ფილმი“.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა როზალინდა მონტოია ფიორე (დემი ლოვატო) უნდა გახდეს კოსტა ლუნას პატარა ერის დედოფალი. გენერალი კეინი (ჯონი რეი როდრიგეზი), მეზობელი ქვეყნის კოსტა-ესტრელას დიქტატორი, იპყრობს მის სასახლეს აღსაყდრების დროს მის აგენტებთან ერთად და ცდილობს სამეფო ოჯახის წევრობას, რათა კოსტა ლუნა კოსტა ესტრელას შეუერთოს და მისი მმართველი გახდეს. ჯო მეისონს (ტომი ვერიკა), პრინცესების დაცვის პროგრამის აგენტი, სამეფო ოჯახების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციიდან, რომელიც ზრუნავს საფრთხეში მყოფ პრინცესებზე, მოჰყავს როზალინდა ვერტმფრენით. კეინის აგენტები კი მის დედას, დედოფალ სოფიას წაიყვანენ.

პრინცესების დაცვის პროგრამა როზალინდას მალავს მეისონის სახლში, ლუიზიანაში, სადაც იგი გახდება ჩვეულებრივი ამერიკელი თინეიჯერი სახელად როზი გონსალესი. იგი ხვდება მეისონის შვილს კარტერს (სელენა გომესი), რომელიც მუშაობს საოჯახო თევზების სატყუარების მაღაზიაში და ოცნებობს გამოსაშვებ საღამოზე მის ბავშვობის სიყვარულთან დონისთან ერთად ცეკვაზე (რობერტ ადამსონი). მიუხედავად იმისა, რომ კარტერი თავდაპირველად ეპყრობა მტრულად, ისინი ერთმანეთთან ახლოვდებიან, როზი მას თავის ამბავს უყვება და მეგობრები ხდებიან. კარტერი ასწავლის როზის თუ როგორია ტიპური ამერიკელი თინეიჯერი, ხოლო როზი მას ასწავლის როგორია ნამდვილი პრინცესა (და პოპულარული გოგონების, ჩელსისგან და ბრუკისგან თავისდაღწევას). როზი მალევე ხდება პოპულარული სკოლაში.

კეინი ცდილობს როზალინდას ადგილსამყოფელის დადგენას, ამის გამო ის გადაწყვეტს სოფიაზე დაქორწინებას, რათა როზალინდას აიძულოს კოსტა ლუნაში ჩამოსვლა. ბრუკი ესპანურ ჟურნალში აღმოაჩენს, რომ როზი სინამდვილეში როზალინდაა და კოსტა-ლუნას მომავალი დედოფალია. ის და ჩელსი როზის წინააღმდეგ გაერთიანდებიან და სიჩუმის სანაცვლოდ უბრძანებენ, რომ არ მიიღოს მონაწილეობა „გამოსაშვები საღამოს დედოფლის“ კონკურსში. ბრუკი და ჩელსი როზისა და კარტერის კაბებს ჩაყრიან გუბეში, რომელიც მათ საცეკვაოდ უნდა ჩაეცვათ. როზალინდა კარტერს ჟურნალს უჩვენებს და უებნება, რომ უკან დაბრუნებას აპირებს. იცის, რომ მისი ერი გასაჭირშია. კარტერი კი გადაწყვეტს სატყუარა გახდეს როზალინდას დასაცავად. კარტერი დაურეკავს მისტერ ელეგანტეს, როზალინდას სამეფო მკერავს და სთხოვს დახმარებას. მკერავი გენერალ კეინს ეუბნება, რომ როზალინდას გამოსაშვებ საღამოზე ცისფერი კაბა ეცმევა. ამასობაში, კარტერი დაითანხმებს როზის, რომ ცეკვებამდე დარჩეს, რათა დაეხმაროს გოგონებს გამოსაშვებ საღამოზე. ისინი მივლენ ნიღბებით, რადგანაც კარტერს უნდა, რომ ის ჰგავდეს როზის და იყოს ერთგვარი სატყუარა.

გეგმის მიხედვით, კეინი და მისი აგენტები შეცდებიან და როზის მაგივრად კარტერს წაიყვანენ. მას შემდეგ რაც, როზალინდა გახდება „სკოლის დედოფალი“ და ამ გამარჯვებას კარტერს მიუძღვნის, მიხვდება რომ ის დარბაზში არ არის. შემდეგ ის ხედავს კარტერს და კეინს და კეინს ეუბნება, რომ ის წაიყვანოს, რადგან ეს კარტერის ბრძოლა არ არის. პრინცესების დაცვის პროგრამის აგენტები კეინს და მის აგენტებს ელოდებიან ვერტმფრენში და ისინი დაიხსნიან კარტერს და მეისონს. ისინი დააპატიმრებენ კეინს და გადასცემენ სპეციალურ ორგანოებს.

როზის აკურთხებენ კოსტა-ლუნას დედოფლად, რომელსაც კარტერი, მეისონი, ედი, სოფია და მისტერ ელეგანტე ესწრებიან.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დემი ლოვატო — როგორც როზალინდა მონტოია ფიორე/როზი გონსალესი
  • სელენა გომესი — როგორც კარტერ მეისონი
  • ტომ ვერიკა — როგორც ჯო მეისონი
  • სალი დიაზი — როგორც დედოფალი სოფია ფიორე
  • ჯონი რეი როდრიგესი — როგორც გენერალი მაგნუს კეინი
  • ჯიმი ჩანგი — როგორც ჩელსი ბარნსი
  • ნიკოლას ბრაუნი — როგორც ედი
  • რობერტ ადამსონი — როგორც დონი
  • სამანტა დროუკი — როგორც ბრუკი
  • კევინ გ. შმიდტი — როგორც ბული
  • ტალია როთჰენბერგი — როგორც მარგარეტი
  • მოლი ჰეგანი — როგორც სკოლის დირექტორი
  • დეილ დიკი — როგორც ჰელენ დიგენერსტეტი
  • რიკარდო ალვარესი — როგორც მისტერ ელეგანტე
  • ბრაიან ტესტერი — როგორც ბარკლი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ცერემონია ჯილდო შედეგი
2009 Teen Choice Awards[10] წლის სატელევიზიო საზაფხულო ფილმი მოგებული
წლის საზაფხულო, სატელევიზიო ქალი ვარსკვლავი — სელენა გომესი მოგებული
წლის საზაფხულო, სატელევიზიო ქალი ვარსკვლავი — დემი ლოვატო ნომინირებული
2010 ამერიკის რეჟისორთა გილდია საბავშვო პროგრამებში გამოჩენილი სარეჟისორო მიღწევისთვის — ელისონ ლიდი-ბრაუნი მოგებული
ახალგაზრდა მსახიობის ჯილდო საუკეთესო შესრულება, სატელევიზიო ფილმის ან წამყვანი ახალგაზრდა მსახიობისთვის — სელენა გომესი ნომინირებული
საუკეთესო შესრულება, სატელევიზიო ფილმის ან წამყვანი ახალგაზრდა მსახიობისთვის — დემი ლოვატო ნომინირებული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Princess Protection Program - On DVD - WD Home Entertainment. Walt Disney Studios Home Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-02. ციტირების თარიღი: 2009-06-06.