შინაარსზე გადასვლა

სევაკ ხანაგიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სევაკ ხანაგიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1987(1987-07-28)[1] (37 წლის)
დაბ. ადგილი მეწავანი
სევაკ ხანაგიანი ვიკისაწყობში

სევაკ ხანაგიანი (სომხ. Սևակ Խանաղյան, რუს. Севак Тигранович Ханагян [Sevak Tigranovich Khanagyan]; დ. 28 ივლისი, 1987) — სომეხი-რუსი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ხანაგიანმა პოპულარობა მოიპოვა როდესაც მონაწილეობდა რუსეთის The Voice of Russia-ის მეოთხე სეზონში 2015 წელს. მომდევნო წელს მან გაიმარჯვა „X-Factor უკრაინა“-ის მეშვიდე სეზონში. ის არის მწვრთნელი კონკურს „სომხეთის ხმა“-ში, მეოთხე სეზონიდან, 2017 წლიდან. ხანაიგანმა 2018 წელს წარადგინა სომხეთი ევროვიზიის კონკურსზე, სიმღრით „Qami“. (ქარი).

სევაკ ხანაგიანი დაიბადა 1987 წლის 28 ივლისს, ლორეს პროვინციის სოფელ მეწავანში. როდესაც ის მეშვიდე კლასში იყო, მისმა ოჯახმა დატოვა სომხეთი და გადავიდა რუსეთში, კურსკში. მან განაგრძო მუსიკალური განათლების მიღება მოსკოვში და დაამთავრა სწავლა 2014 წელს.[2][3]

2015–2017: დასაწყისი და X-Factor Ukraine

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს, ხანაგიანმა მიიღო მონაწილეობა Glavnaya Stsena– ს პირველ სეზონში, X ფაქტორის რუსული ვერსია. მას ხელმძღვანელობდა მაქსიმ ფადეევი, მაგრამ ხანაგიანი კონკურსს მეოთხეფინალში გამოეთიშა.[4] მოგვიანებით მონაწილეობას იღებდა „The Voice of Russia“-ს მეოთხე სეზონში. ის შეუერთდა პოლინა გაგარინას გუნდს, მაგრამ შეჯიბრს გამოეთიშა.[5] მომდევნო წელს, ხანაგიანმა დატოვა რუსეთი, რათა მონაწილეობა მიეღო X-Factor უკრაინის მეშვიდე სეზონში. მთელი შოუს განმავლობაში მისი მწვრთნელი იყო ანტონ სავლეპოვი. ხანაგიანმა მოახერხა კონკურსის მოგება. უკრაინაში X-Factor– ზე წარმატების შემდეგ, ხანაგიანი დაბრუნდა მშობლიურ ქვეყანაში, სომხეთში და გახდა მწვრთნელი „სომხეთის ხმის“ მესამე სეზონში.

2018–დღემდე: ევროვიზია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის დეკემბერში ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხანიგიანი იქნებოდა „Depi Evratesil 2018“-ის მონაწილე, სიმღერით „Qami“.[6][7] 2018 წლის მარტში სომხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა სევაკის სიმღერის „Qami“ ოფიციალური მუსიკალური ვიდეო. კლიპის რეჟისორი იყო არტურ მანუკიანი.[8] მეორე ნახევარფინალში გავიდა 2018 წლის 21 თებერვალს. 4 დღეში, 25 თებერვალს შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. ამ კონკურსის მოგების ხანიგიანმა შემდეგ წარადგინა სომხეთის 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ნახევარფინალში მიიღო 79 ქულა და დაიკავა მე-15 ადგილი. ვერ მოახერხა ფინალში გასვლა.[9][10][11]

  1. https://pantheon.world/profile/person/Sevak_Khanagyan
  2. Սևակ Խանաղյանի մայրիկի բացահայտումները երգչի մասին hy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2021.
  3. Ես շատ հպարտ եմ իմ հայ լինելով. Սևակ Խանագյան hy. ციტირების თარიღი: 25 February 2018
  4. Сева Ханагян ru. Scena. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2021.
  5. ПЕРВЫЙ КАНАЛ. ГОЛОС-4 ru. The Voice of Russia. ციტირების თარიღი: 25 February 2018
  6. Gallagher, Robyn (27 December 2017). „Armenia: Tamar Kaprelian among acts confirmed for Depi Evratesil“. Wiwibloggs. ციტირების თარიღი: 27 December 2017.
  7. Granger, Anthony (27 December 2017). „Armenia: Depi Evratesil 2018 Participants Revealed“. Eurovoix. ციტირების თარიღი: 27 December 2017.
  8. Armenia: Athena Manoukian releases the official music video of her ESC entry (16 March 2020).
  9. Herbert, Emily. (25 February 2018) Armenia: Sevak Khanagyan to Eurovision 2018. Eurovoix.
  10. Senkishev, Georgi. (25 February 2018) Armenia: It's Sevak Khanagyan for Lisbon!. ESCToday.
  11. Mercereau, Damien (8 March 2018). „Eurovision 2018 : l'Arménie revient aux origines avec Sevak Khanagyan“ (ფრანგული). Le Figaro. ციტირების თარიღი: 9 March 2018.