სომხეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე (2018)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სევაკ ხანაგიანი

სომხეთმა მონაწილეობა მიიღო 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. ლისაბონში (პორტუგალია) გასამართ ღონისძიებაზე ქვეყნის წარმომადგენლის შესარჩევად ნაციონალური ფინალი სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ორგანიზებით ჩატარდა.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლამდე სომხეთმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში თერთმეტჯერ მიიღო მონაწილეობა (2006 წლიდან მოყოლებული).[1] ამ დრომდე სომხეთის საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი იყო, რომელიც ქვეყანამ ორჯერ დაიკავა: 2008 წელს, სიმღერით „Qélé, Qélé“, რომელიც სირუშომ შეასრულა და 2014 წელს სიმღერით „Not Alone“, რომელიც არამ mp3მა შეასრულა. სომხეთმა ფინალისთვის კვალიფიცირების ეტაპი ერთხელ, 2011 წელს ვერ გაიარა. სომხეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა 2012 წელს, მასპინძელ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან დიდხნიანი დაძაბული ურთიერთობების გამო.[2] 205 წელს ქვეყანა სომხური დიასპორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, გენეალოგია, წარმოადგინა და მე-16 ადგილზე გავიდა. მომდევნო წელს სომხეთი ივეტა მუკუჩიანმა წარადგინა სიმღერით „LoveWave“, რომლითაც მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო 2017 წელს სომხეთი არცვიკ არუტიუნიანმა წარადგინა სიმღერით „Fly with Me“ და მე-18 ადგილი დაიკავა.

ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევის პროცესს სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია წარმართავს, რომელიც აგრეთვე ევროვიზიის სიმღერის პროცესს გადასცემს.[3] 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის 27 ოქტომბერს გავრცელდა.[4] წარსულში სომხეთი წარმომადგენლებს სხვადასხვა მეთოდით ირჩევდა, მათ შორის ევროვიზიაზე ქვეყნის შემსრულებლის, სიმღერის ან ორივეს შესარჩევი ნაციონალური ფინალის მეშვეობითა. 2014, 2015 და 2016 წლებში სომხეთის წარმომადგენლის და სიმღერის ასარჩევადაც შიდა შერჩევის მეთოდი გამოიყენეს. 2017 წელს სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ორგანიზებით ჩატარდა Depi Evratesil, რომლის გამარჯვებულმაც ქვეყანა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა.[5] 27 ოქტომბერს სომხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ Depi Evratesil კიდევ ერთხელ ჩატარდებოდა 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სომხეთის წარმომადგენლისა და სიმღერის შესარჩევად.[6]

ევროვიზიამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Depi Evratesil[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Depi Evratesil (ევროვიზიისკენ) სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ ორგანიზებული ნაციონალური ფინალი იყო, რომლის მეშვეობითაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის შემსრულებელი და სიმღერა შეარჩიეს.

მონაწილეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 27 დეკემბერს სომხეთის საზოგადოებრვიმა ტელევიზიამ ოცი მონაწილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:[7][8]

პირველი ნახევარფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ნახევარფინალი 2018 წლის 19 თებერვალს გაიმართა. ათი შემსრულებლიდან პირველი ხუთეული ფინალში გადავიდა. გამარჯვებულები ჟიურის მიერ მინიჭებული ქულებისა და მაყურებლის ხმების მიხედვით გამოვლიდნენ. პირველი ნახევარფინალის ჟიურიში შედიოდნენ: საშა ჟან ბაპტისტი, მარტ ნორმეტი, ზიტა კამინსკა, ტალი ეშქოლი, ევი პაპამიშელი და მათეუშ გრჟესინსკი.[9]

მეორე ნახევარფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ნახევარფინალი 2018 წლის 22 თებერვალს გაიმართა. ათი შემსრულებლიდან პირველი ხუთეული ჟიურის შეფასებისა და მაყურებელთა ხმების მეშვეობით გამოვლინდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: გორდონ ბონელო, მოლი პლანკი, ფელიქს ბერგსონი, ჟან ბორსი, ოლგა სალამახა და ნათია მშვენიერაძე.[9]

ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალი 2018 წლის 25 თებერვალს გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულიც ნახევარფინალის მსგავსად ჟიურის შეფასებისა და მაყურებელთა ხმების კომბინირებით გამოვლინდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნიკოლა კალიგიორი, ოლგა სალამახა, საშა ჟან ბაპტისტი, ნათია მშვენიერაძე, გორდონ ბონელო, მარტ ნორმეტი, ედოარდო გრასი, ქრისტერ ბიორკმანი და ოვიდიუ ჩერნეუციანუ.[9]

ევროვიზიაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროვიზიის წესების თანახმად, ყველა ქვეყანას, გარდა მასპინძელი ქვეყნისა და „დიდი ხუთეულისა“ (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო), ფინალში მოსახვედრად ორიდან ერთ-ერთ ნახეარფინალში გამოსვლა სჭირდება. ორივე ნახევარფინალიდან თითოეულში გამოვლენილი პირველი ათეული ფინალში გადადის. ევროპის მაუწყებელთა კავშირი წინა კონკურსების საფუძველზე, მონაწილე ქვეყნებს 6 სხვადასხვა ჯგუფში ანაწილებს. 2018 წლის 29 იანვარს გამართული სპეციალური კენჭისყრის მეშვეობით სახელმწიფოები ნახევარფინალებში განაწილდნენ და ისიც განისაზღვრა, თუ შოუს რომელ ნაწილში გამოვიდოდნენ. სომხეთი პირველ ნახევარფინალში მოხვდა და შოუს მეორე ნაწილში უნდა გამოსულიყო.[10]

მას შემდეგ რაც 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამომსვლელი ყველა სახელმწიფოს მიერ შერჩეული სიმღერები ცნობილი გახდა, შოუს პროდიუსერებმა ნახევარფინალებში სიმღერების თანმიმდევრობა განსაზღვრეს, რათა მსგავსი კომპოზიები ერთმანეთის მიყოლებით არ შეესრულებინათ. სომხეთი მე-16 ნომრად უნდა გამოსულიყო ფინეთის შემდეგ და შვეიცარიის წინ.[11]

ნახევარფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთი პირველ ნახევარფინალში მე-16 შემსრულებლად გამოვიდა. შოუს ბოლოს სომხეთი პირველ ათეულში შემავალ ქვეყნებს შორის არ გამოუცხადებიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანამ ფინალში მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვა (2011 წლის შემდეგ პირველად). შემდეგში ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა ნახევარფინალში 79 ქულა მიიღო: 41 ქულა მაყურებელთა ხმების მეშვეობით და 38 ქულა ჟიურის შეფასებით.

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2018

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Armenia Country Profile. EBU. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  2. Kramer, Andrew E.. (7 March 2012) Armenians Are Shunning Song Contest in Azerbaijan. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  3. Jiandani, Sanjay. (14 September 2014) Armenia: ARMTV confirms participation in Eurovision 2015. ESCToday. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  4. Armenia: AMPTV confirms participation in Eurovision 2018. Esctoday (27 October 2017). ციტირების თარიღი: 26 December 2017.
  5. AMPTV's new groundbreaking format of national selection for Eurovision 2017. AMPTV (30 June 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 4 July 2016.
  6. Adams, William Lee. (27 October 2017) ARMENIA OPENS DEPI EVRATESIL 2018 SUBMISSIONS — AND ASKS SINGERS FOR ORIGINAL SONGS. Wiwibloggs. ციტირების თარიღი: 26 December 2017.
  7. Gallagher, Robyn (27 December 2017). „Armenia: Tamar Kaprelian among acts confirmed for Depi Evratesil“. Wiwibloggs. ციტირების თარიღი: 27 December 2017.
  8. Granger, Anthony (27 December 2017). „Armenia: Depi Evratesil 2018 Participants Revealed“. Eurovoix. ციტირების თარიღი: 27 December 2017.
  9. 9.0 9.1 9.2 The voting results of the 2nd season of Depi Evratesil - Eurovision. ციტირების თარიღი: 26 February 2018.
  10. Jordan, Paul. Which countries will perform in which Semi-Final at Eurovision 2018?. European Broadcasting Union (29 January 2018). ციტირების თარიღი: 29 January 2018.
  11. Running order for Eurovision 2018 Semi-Finals revealed. European Broadcasting Union (3 April 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2018. ციტირების თარიღი: 3 April 2018.