საცეცების გალაქტიკები
გალაქტიკა | |
---|---|
აღმოჩენის ისტორია | |
აღმომჩენი | ჯონ ჰერშელი |
აღმოჩენის თარიღი | 1835 |
დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000) | |
თანავარსკვლავედი | [[ყორნის თანავარსკვლავედი[1]|ყორნის თანავარსკვლავედი[1]]] |
პირდაპირი ასვლა | 12სთ 01წთ 53.0წმ[2] |
დახრილობა | −18° 52′ 10″ |
ხილული ზომები | 5′.2 × 3′.1 / 3′.1 × 1′.6 |
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV | 11,2 |
მახასიათებლები | |
მანძილი | 45 მილიონი სინ. წელი |
რადიუსი | სინ. წელი |
საცეცების გალაქტიკები, აგრეთვე ცნობილი როგორც NGC 4038/NGC 4039 — ურთიერთქმედი გალაქტიკების წყვილი ყორნის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ამჟამად, ორივე მათგანში უკიდურესად აქტიურად მიმდინარეობს ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი, რასაც განაპირობებს გაზისა და მტვრის ღრუბლების შეჯახება, მათი მაგნიტური ველების გადახლართვა. 1785 წელს ორივე მათგანი აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ ჰერშელმა.[3]
ზოგადი ინფორმაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საცეცების გალაქტიკები ამჟამად გალაქტიკური შეჯახების პროცესში იმყოფებიან. ხუთ სხვა გალაქტიკასთან ერთად NGC 4038-ის ჯგუფში მდებარე ეს ორი გალაქტიკა საცეცების გალაქტიკების სახელითაა ცნობილი, რადგან შეჯახების შედეგად გალაქტიკებიდან ამოვარდნილი გაზისა და მტვრის ორი გრძელი კუდი მწერების საცეცებს წააგავს. შეჯახების დასრულების შემდეგ, მათ ნაცვლად წარმოიქმნება ერთი გიგანტური გალაქტიკა. როგორც წესი, სიცოცხლის მანძილზე, გალაქტიკათა უმეტესი ნაწილი ერთხელ მაინც ეჯახება სხვა გალაქტიკას. ასეთი მომავალი აქვს ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომს, რომელიც 4 მილიარდი წლის შემდეგ მეზობელ ანდრომედას შეეჯახება.
NGC 4038-ში აღმოჩენილია ხუთი სუპერნოვა: SN 1921A, SN 1974E, SN 2004GT, SN 2007sr და SN 2013dk.[4]
როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, ეს ურთიერთქმედი გალაქტიკები ჩვენგან იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე ადრე მიიჩნეოდა: 45 მილიონი სინათლის წელი 65-ის ნაცვლად.[5]
გარდა ამისა, შემჩნეულია, რომ საცეცებს გალაქტიკები შეიცავს სფეროსებრი გროვების შედარებით ახალგაზრდა კოლექციას, რომლებიც სავარაუდოდ, გალაქტიკების შეჯახების პროცესში წარმოიშვა.[6]
სიცოცხლის ციკლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაახლოებით 1,2 მილიარდი წლის წინ, საცეცები ცალ-ცალკე გალაქტიკები იყვნენ. NGC 4038 დახურული სპირალური გალაქტიკა იყო, NGC 4039 კი სპირალური გალაქტიკა. 900 მილიონი წლის წინ, გალაქტიკებმა ერთმანეთთან მიახლოება დაიწყეს და NGC 2207 და IC 2163-ის მსგავსად გამოიყურებოდნენ. 600 მილიონი წლის წინ, მათ ერთმანეთში გაიარეს, რა დროსაც ამჟამინდელი თაგვების გალაქტიკის იერსახე ჰქონდათ. 300 მილიონი წლის წინ, ორივე გალაქტიკიდან ვარსკვლავებმა დაიწყეს გამოთავისუფლება.
400 მილიონი წლის შემდეგ, საცეცების გალაქტიკების შერწყმა დასრულდება და წარმოიქმნება ერთი გიგანტური გალაქტიკა. როგორც კომპიუტერული სიმულაციებით დგინდება, იგი ელიფსური გალაქტიკა უნდა იყოს.[7]
რენტგენული გამოსხივების წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არეალი მოიცავს დიდი რაოდენობით ნეონსა და მაგნიუმს. ჩანდრას ტელესკოპით დაკვირვებისას, საცეცების გალაქტიკებში სილიციუმიც აღმოჩნდა. ეს ელემენტები აუცილებელია პლანეტათა ფორმირებისათვის, რომლებზეც შესაძლოა სიცოცხლის ფორმებიც იყოს. იქ არსებული ღრუბლები იმაზე 16-ჯერ მეტ მაგნიუმს და 24-ჯერ მეტ სილიციუმს შეიცავს, ვიდრე მზე.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
საცეცების გალაქტიკები. ტელესკოპი ALMA და ჰაბლის ობსერვატორია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Antennae Galaxies (10/22/1997)
- The Antennae (05/07/2010)
- The Antennae (04/29/2011)
- The Antennae (02/12/2015)
- The Register: Galactic prang fingered in star formation mystery
- ESA/Hubble News Release დაარქივებული 2009-02-09 საიტზე Wayback Machine.
- ESA/Hubble images of Antennae Galaxies დაარქივებული 2009-09-03 საიტზე Wayback Machine.
- Animations of galactic collision producing antennae structures დაარქივებული 2017-03-13 საიტზე Wayback Machine.
- Antennae Galaxies at Constellation Guide
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (1988) რედ. R. W. Sinnott: The Complete New General Catalogue and Index Catalogue of Nebulae and Star Clusters by J. L. E. Dreyer. Sky Publishing Corporation and Cambridge University Press. ISBN 0-933346-51-4.
- ↑ NASA/IPAC Extragalactic Database. Results for NGC 4038 / 4039. ციტირების თარიღი: 2006-12-07.
- ↑ Corvus. Universe Today. ციტირების თარიღი: 2006-12-07.
- ↑ List of Supernovae. IAU Central Bureau for Astronomical Telegrams. ციტირების თარიღი: 2015-08-22.
- ↑ The Antennae Galaxies Found To Be Closer To Us. Space Daily (2008-05-12). ციტირების თარიღი: 2008-06-30.
- ↑ „van den Bergh, How Did Globular Clusters Form?“. doi:10.1086/323754/fulltext/. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ J. E. Barnes; L. Hernquist (1992). „Dynamics of interacting galaxies“. Annual Review of Astronomy and Astrophysics. 30 (1): 705–742. Bibcode:1992ARA&A..30..705B. doi:10.1146/annurev.aa.30.090192.003421.