საყდრიონის მარიამწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყრდიონის მარიამ წმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყრდიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3,5 კილომეტრზე, სიონის წყალსაცავის დასავლეთ სანაპიროზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. მთლიანად დანგრეულია სამხრეთ კედელი და აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარი. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლები ნაწილობრივაა შემორჩენილი. გარედან შეისრულთაღიანი, ხოლო შიგნით სწორკუთხა კარი გაჭრილია დასავლეთ კედლის ღერძზე. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში პატარა ნიშია. ეკლესიას შემოვლებული აქვს მრუდხაზოვანი მოხაზულობის გალავანი. გალავანს ორი შესასვლელი აქვს ჩრდილო-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან. გალავნის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაწილები გამაგრებულია სამ-სამი ნახევარწრიული კონტრფორსით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]