საყდრიონის ლომისის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყდრიონის ლომისის ნიში — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე, ლომისის გორაზე განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით, წყობაში აქა-იქ ნატეხი ქვაცაა გამოყენებული. ძლიერ დაზიანებულია. მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო და დაბალი სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის კვადრატული ნიშია. ერთი სწორკუთხოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშია. ეკლესიასთან ახლოს შეიმჩნევა ნასახლარების ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]