საქსაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქსაული

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ჯიჯლაყასებრნი
გვარი:  საქსაული
ლათინური სახელი
Haloxylon

საქსაული (ლათ. Haloxylon) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. მარალი ბუჩქები ან ტანდაბალი ხეებისა. მათი სიმაღლე 1,5 — 12 აღწევს. დიამეტრი ღეროს ძირში 20 — 65 (100) სმ. აქვს ფაშარი ან ხშირი ვარჯი, ზოგჯერ დაკიდებული, მტვრევადი ტოტებით. დანაწევრებულ მწვანე ყლორტებზე უფერული, ქერქლისებრი, წვრილი ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის მოპირისპირედ, ზოგჯერ ისინი ხორკლის მსგავსია.

ორსქესიანი წვრილი ყვავილები თითო-თითოდ ზის ქერქლისებრი ყვავილთანების იღლიაში. ზამთარში ყლორტების დიდი ნაწილი ცვივა, საქსაულის 10-მდე სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში, ირანში, ავღანეთში, შუა და ცენტრალურ აზიაში, სამხრეთით — ბირმასა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე, უმეტესად ბარის ქვიშიან და მლაშობ უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებში.

ზოგი სახეობა 3000 მ-მდე აღწევს. საქსაული საუკეთესოა გასამწვანებლად და მოძრავი ქვიშის გასამაგრებლად. თესავენ ან რგავენ შემოდგომიდან მარტამდე. მერქანი მძიმეა, მაგრამ მყიფე და მტვრევადი. იყენებენ შეშად, აგრეთვე წვრილი ნაკეთობებისათვის. ცოცხლობს 60 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]