საქნახშირი
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
შპს „საქნახშირი“ — სამთომომპოვებელი საწარმო, რომელიც მდებარეობს ქალაქ ტყიბულში და ქვანახშირის მოპოვებას ტყიბულის საბადოდან აწარმოებს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახშირის მოპოვება ტყიბულის საბადოზე პირველად 1846 წელს დაიწყო და 1990 წლების მიწურულამდე გაგრძელდა.
2006 წლიდან „საქნახშირმა (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ განაახლა ნახშირის მოპოვება. განხორციელდა არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კაპიტალურად შეკეთდა და აღდგა დატბორილი გვირაბები, მომზადდა ახალი ამოსაღები ველები, აღდგა ზედაპირული კომპლექსი, მთლიანად გადაიხურა სარკინიგზო მაგისტრალი, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ყველა ზედაპირულ შენობა-ნაგებობას. დასაქმებულთა რაოდენობა 400-დან ათას კაცამდე გაიზარდა.
2018 წელს კომპანიის სახელწოდებიდან ამოღებულ იქნა „(ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“, მოგვიანებით კი, 2019 წელს, საწარმოს წილის 100% ახალ მფლობელს – შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის“ გადაეცა.
მარაგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტყიბულის საბადოზე, არსებული გათვლებით, საორიენტაციოდ 330 მილიონი ტონა ნახშირის დეპოზიტია განთავსებული.
ბაზარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოპოვებული ნახშირის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.
გადამუშავება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახშირის გადამუშავების და სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენების მიზნით საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის კომპანიების მიერ დაწყებულია ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის, ნახევრად კოქსის ქარხნის და ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა.
2007 „საქნახშირმა“ მოიპოვა ვალეს (ახალციხე) ნახშირის საბადოს ლიცენზია და უახლოეს მომავალში ნახშირის მოპოვება ამ რეგიონშიც განახლდება.
მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახშირის მრეწველობის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებას. ხოლო ადგილობრივი ნახშირის რესურსის გამოყენებით ელ. ენერგიის წარმოების პროექტების თანახმად, ნავარაუდევია ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (მშპ–ს 7–10%–მდე ზრდა, საგარეო სავაჭრო ბალანსის ნახევარი მილიარდი აშშ დოლარით გაუმჯობესება).
რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კომპანიის პროფილი დაარქივებული 2020-09-19 საიტზე Wayback Machine.