კოქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოქსი

კოქსი (გერმ. Koks, ნეპ. coke) — მყარი ხელოვნური საწვავი; მიიღება სხვადასხვა ბუნებრივი საწვავის ან მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გახურებისას მაღალ ტემპერატურაზე (950-1050C°) ჰაერის შეუღწევლად. განარჩევენ ქვანახშირის, ელექტროდულ სქელფისოვან და ნავთობის კოქსს. კოქსს ძირითადად აწარმოებენ ქვანახშირისაგან.

ქვანახშირის კოქსს იყენებენ ძირითადად ბრძმედულ პროცესში თუჯის გამოდნობისას (ბრძმედის კოქსი), კოქსი აქ ერთდროულად საწვავი და რკინის მადნის აღმდგენელია. გაცილებით მცირე რაოდენობით კოქსს იყენებენ სამსხმელო წარმოებაში (სამსხმელო კოქსი), მადნების აგლომერაციისთვის, ქიმიურ მრეწველობაში, ფერად და შავ მეტალურგიაში და სხვა.

ქვანახშირის კოქსის წარმოება დაიწყეს XVIII საუკუნეში, როცა საჭირო გახდა ბრძმედული ღუმელებისთვის საჭირო დეფიციტური ხის ნახშირის შეცვლა. ქვანახშირის კოქსი წარმოადგენს რუხი ფერის მყარ ნატეხებს; კოქსის ჭეშმარიტი და ფარდობითი სიმკვრივეა 1,80÷1,95, მოჩვენებითი (ფორების ჩათვლით) - 0,8÷1,0, ფორიანობა - საშუალოდ ≈50%, წვის სითბო - დაახლოებით 29 მეგ.ჯ/კგ (დაახლოებით 7000 კკალ/კგ).

ელექტროდული სქელფისოვანი და ნავთობის კოქსისთვის დამახასიათებელია ქვანახშირის კოქსთან შედარებით დაბალი (არა უმეტეს 0,3%) ნაცრიანობა (ნავთობის კოქსისთვის 0,8%-მდე). ელექტროდულ სქელფისოვან კოქსებს იღებენ მაღალლღობადი ქვანახშირის სქელფისის კოქსვით კამერულ დინასურ ღუმელებში; ნავთობის კოქსი კი - ნავთობის თხევადი ნარჩენებისა და სქელფისების კოქსვით ლითონურ საკოქსავ კუბებში ან სპეციალურ ღუმელებში. ნავთობის კოქსი მიიღება აგრათვე ნავთობპროდუქტების პიროლიზისა და კრეკინგის დროსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კოქსი&oldid=3405936“-დან