საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს სსრ–ის შრომის წითელი დროშის ორდენი
Орден Трудового Красного Знамени ССР Грузии № 100 (Аверс) К. Н. Леселидзе.jpg
ქვეყანასაქართველოს სსრ
ტიპიორდენი
დაჯილდოების საფუძველისაქართველოს სსრ-ის
წინაშე წარმოებისა,
სამეცნიერო მოღვაწეობისა,
სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი სამსახურის
სფეროში განსაკუთრებულ
დამსახურებათა აღსანიშნავად
სტატუსიარ გაიცემა

საქართველოს სსრ–ის შრომის წითელი დროშის ორდენი — ორდენი, რომელიც გაიცემოდა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ან მისი პრეზიდიუმის დადგენილებით.

დადგენილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენის სტატუტის დამტკიცების შესახებ.

სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ადგენს:

დამტკიცებულ იქნეს ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენის შემდეგი სტატუტი.
სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე.
სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი ს. თოდრია
1931 წ. დეკემბრის 31.

ტფილისი.

კ. ნ. ლესელიძის “საქართველოს სსრ–ის შრომის წითელი დროშის” ორდენი. (რევერსი).
კ. ნ. ლესელიძის სიგელი ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენზე

სტატუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენისათვის.

  1. საქართველოს სსრ-ის წინაშე წარმოებისა, სამეცნიერო მოღვაწეობისა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი სამსახურის სფეროში განსაკუთრებულ დამსახურებათა აღსანიშნავად არსდება ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენი .
  2. ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენით შეიძლება დაჯილდოებულ იქნეს როგორც ცალკეული მოქალაქე, ისე კოლექტივი, დაწესებულება, საწარმო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
  3. ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენით დაჯილდოება მოხდედბა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ან მისი პრეზიდიუმის დადგენილებით საქართველოს სსრ უწყებებისა, ცენტრალური დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცენტრალური ორგანოების წარდგენით.
  4. ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენი ნიშანია, რომელიც გამოხატავს წითელ დროშას კბილანის და ქარხნის ფონზე; დროშაზე წარწერაა ქართულად: ”პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით” კბილანის ცენტრში - წითელი ვარსკვლავია, ხოლო წრეხაზის ზემო ნაწილში - ინიციალები ”სსსრ”; ორდენის ქვედა ნაწილში - ნამგალი და ურო, გვერდით - პურის თავთავი.
  5. ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენს დაჯილდოებული ატარებს მკერდზე მარცხნივ.
  6. ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენთან ერთად დაჯილდოებულს მიეცემა შემდეგი შინაარსის სიგელი: ”სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ამა და ამ მოქალაქისა თუ ამა და ამ კოლექტივის და სხვა მისთ.) განსაკუთრებულ დამსახურებათა აღსანიშნავად, რაც მას მიუძღვის საქართველოს სსრ-ის წინაშე (ამა და ამ სფეროში) და რაც მან მოიხჭვეჭა (ამისა და ამისათვის ამა და ამ დროს), - ადგენს: დაჯილდოებულ იქნეს იგი ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენით. სიგელს ჰელს მოაწერენ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი და დაესმის ბეჭედი.
  7. დაჯილდოებულისათვის ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენის ჩასაბარებლად ეს ორდენი გაეგზავნება იმ უწყებას, დაწესებულებას თუ ორგანიზაციას, რომელმაც შეიტანა წარდგინება დაჯილდოების შესახებ.
  8. უკეთუ ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენით დაჯილდოებულ იქნა მოქალაქე მისი სიკვდილის შემდეგ ან უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქე, ორდენი გადაეცემა მასთან მცხოვრებ მისი ოჯახის წევრებს.
  9. უკეთუ ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენთით უკვე დაჯილდოებული მოიხვეჭს ახალ დამსახურებათ, იგი შეიძლება კვლავ დაჯილდოებულ იქნეს ამ ორდენით.
  10. ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენით დაჯილდოებული მოვალეა:
    ა) შეასრულოს ყველა საერთო მოვალეობა, რასაც მას კანონი აკისრებს;
    ბ) ხელი შეუწყოს სოციალისტურ მშენებლობას სოციალისტურ შეჯიბრში, სადამკვრელო ცეხებში, ბრიგადებში, რაზმებში და სხვა მისთ. აქტიური მონაწილეობის მიღებით;
    გ) აწარმოოს აქტიური საზოგადოებრივი მუშაობა საბჭოთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, რაც დაკავშირებულია დაჯილდოებულის ძირითად საქმიანობასთან; დ) მიიღოს აქტიური მონაწილეობა სპეციალურ კამპანიებში, რაც დაკავშირებულია დაჯილდოებულის ძირითად საქმიანობასთან.
  11. ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენის ტარება სავალდებულოა საბჭოთა ყრილობებზე, სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სსრ შედგენილობაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების სესიებზე, ოფიციალურ პარადებზე, სარევოლიუციო დღესასწაულებში და საზეიმო სხდომებზე. ორდენის ტარება აკრძალულია ტუსაღობის თუ პატიმრობის დროს.
  12. ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენით დაჯილდოებულს ეძლევა რესპუბლიკანური ბიუჯეტიდან ყოველთვიურად: პირველი ორდენისათვის 30 მან. და თვითეული შემდგომი ორდენისათვის 25 მან. ამ თანხების გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატი.
  13. ამის გარდა ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენით დაჯილდოებულს აქვს შემდეგი შეღავათი და უპირატესობა:
    ა) უმუშევრობის დროს სამუშაოზე იგი გაიგზავნება უპირველეს ყოვლისა უმუშევართა სხვა კატეგორიებთან შედარებით;
    ბ) საცხოვრებელი ფართობისათვის იმ სახლში, სადაც ბინის ქირა ადგილობრივი საბჭოს განაკვეთებით იხდევინება, იგი ქირას იხდის 10% დან 50% მდე დაკლებით — ადგილობრივი საბჭოს დადგენილებისამებრ, შემოსავლის კვალობაზე; ზედმეტი ფართობისათვის ქირას ერთმაგი რაოდენობით იხდის;
    გ) პირადად უფლება აქვს ტრამვაით უფასოდ მიმოსვლისა საქართველოს სსრ ყველა ქალაქში;
    დ) კოლექტიურ მეურნეობაში შესვლის დროს ეძლევა ღარიბ მეურნეობათათვის დადგენილი შეღავათები;
    ე) პენსია მიეცემა პერსონალური პენსიებისათვის კანონით დადგენილი საფუძველზე;
    ვ) მისი შვილები ყველა სასწავლებელში მიიღებიან მუშათა შვილების თანაბრად.
  14. მე-13 მუხლის ”ა”, ”ბ”, ”ე” და ”ვ” პუნქტებში აღნიშნული შეღავათები, დაჯილდოებულის სიკვდილის შემდეგ, ვრცელდება მის ოჯახზე: მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილებზე და მის რჩენაზე მყოფ შრომისუუნარო პირებზე.
  15. ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენით დაჯილდოებულს ეს ორდენი ჩამოერთმევა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ან მისი პრეზიდიუმის სპეციალური დადგენილებით სასამართლოს განაჩენის თანახმად — დაჯილდოებული მოქალაქისა თუ კოლექტივის გამაწბილებელი მოქმედებისათვის და ამა სტატუტით დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატიური შეუსრულებლობისათვის.
  16. სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის დადგენილება ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენით დაჯილდოების შესახებ და ამ ორდენის ჩამორთმევის შესახებ გამოქვეყნდება ოფიციალურ ორგანო ”კომუნისტში”.
  17. ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენის ტარება ისეთი პირის მიერ, რომელსაც ამისი უფლება არ აქვს, გამიიწვევს პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის წესით.

ორდენის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენი ნიშანია, რომელიც გამოხატავს წითელ დროშას კბილანის და ქარხნის ფონზე; დროშაზე წარწერაა ქართულად: ”პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით” კბილანის ცენტრში - წითელი ვარსკვლავია, ხოლო წრეხაზის ზემო ნაწილში - ინიციალები ”სსსრ”; ორდენის ქვედა ნაწილში - ნამგალი და ურო, გვერდით - პურის თავთავი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჯილდოებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრომის ორდენით დაჯილდოება
წითელი არმიის ქართულ ნაწილების დაარსებიდან 10 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოს ცაკმა შრომის ორდენით დააჯილდოვა შემდეგი პირები:
გიორგი ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე , ვალერიან პავლეს ძე გიორგაძე , ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბლუაშვილი , გიორგი ალექსანდრეს ძე კვირია , თედორე მოსეს ძე ბუაჩიძე , ოლიფანტე ლევანის ძე უგულავა , ალექსანდრე გოგობერიძე , გრიგოლ თედორის ძე ბახია , კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე , ივანე თომას ძე ჩოჩიევი , გიორგი ყურაშვილი , ივანე ილარიონის ძე ადამიძე , ილია ეფრემიძე , გერმანე ჩიტაშვილი , კონდრატი ფარეიშვილი, არჩილ რომანის ძე ფერაძე , არსენ დიმიტრის ძე კოტრიკაძე , ი. სვანიძე, მათე ნესტორის ძე ვაშაკიძე , ნიკოლოზ არტემის ძე ამერიძე , ილია მაღალაშვილი , მიხეილ ლეონტის ძე ახალკაცი , შალვა სარდიონის ძე გოგიშვილი და კონსტანტინე ზოიძე (გაზეთი ”კომუნისტი”. 30 მარტი 1931 )

სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილება საქართველოს ახალგაზრდათა ლენინური კომკავშირის სსრ შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოების შესახებ. 1932 წლის ოქტომბრის 23. თბილისი. (გაზეთი ”კომუნისტი”, 249(3503), 26 ოქტომბერი 1932 წ.).

შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოება
საქართველოს ცაკის პრეზიდიუმმა აღნიშნა საქართველოს გაერთიანებულ პოლიტსამმართველოს და სანაპირო რაზმების თანამშრომელთა უდიდესი დამსახურება ხელისუფლების წინაშე ოქტომბრის მონაპოვართა დაცვაში და შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა: ამხ. კონსტანტინე ბაიცკი , ნიკ. ფარცხალაძე , ვლ. ინასარიძე , პ. მხეიძე მიხ. ძიძიგური , რ. გვილავა და გ. ქურასპედიანი . (გაზეთი ”კომუნისტი”, №294(3548), 21 დეკემბერი 1932 წ.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი. კ. ნ. ლესელიძის პირადი ფონდი. კ. ნ. ლესელიძის ორდენის წიგნაკი და სიგელი ”საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის” ორდენზე №100.