ნიკოლოზ ბლუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბლუაშვილი (დ. 17 ივლისი, 1900, სოფ. ზარანი, შორაპნის მაზრა ― გ. 9 ოქტომბერი, 1938, ხარკივი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, კომპარტიის წევრი 1919 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში რიგითად მსახურობდა. 1923 წელს საქართველოს კპ-ის მობილიზაციით გაიგზავნა წითელ არმიაში პოლიტმუშაკად. იყო ასეულის პოლიტხელი, ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილების ინსტრუქტორი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი. 1929 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული კურსები უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის და დაინიშნა პირველი ქართული სამთო-მსროლელი დივიზიის სამხედრო კომისრად. 1932 წლიდან ამიერკავკასიის წითელდროშოვანი არმიის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 1933 წლიდან ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე, 1936 წლიდან კი ხარკოვის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსი. დაჯილდოებულია ორი წითელი დროშის ორდენით. 1937 წელს დააპატიმრეს და მოგვიანებით დახვრიტეს ხარკივში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]