საფანტი
იერსახე
საფანტი (სანადირო) — ლითონის წვრილი ბურთულები ან ზოგჯერ კუბიკები, რომლებსაც იყენებენ გლუვლულიანი სანადირო თოფის ვაზნების დასატენად. ამზადებენ ტყვიისაგან, რომელსაც ჩამოსხმის გასაადვილებლად მცირე რაოდენობის დარიშხანს, ხოლო სიმაგრისათვის სტიბიუმს უმატებენ. თოფის ლულის ჟანგვისაგან თავის ასაცილებლად და ტყვიით შემოსვის შესამცირებლად საფანტის მარცვლებს სპილენძით, ქრომით ან ნიკლით ფარავენ.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 149.