სასტუმრო „ახალი ევროპა“

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
New Europe.jpg

სასტუმრო „ახალი ევროპა“ (აზერბ. Yeni Avropa) — ყოფილი სასტუმრო მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.

ამჟამად სასტუმროს შენობაში განთავსებულია რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილი“-ს ბაქოს ოფისი. ამჟამინდელი მისამართია ჰაჯი ზეინალაბდინა თაგიევის ქუჩა №13.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ბრძანების თანახმად, ეს შენობა არის აზერბაიჯანის ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის არქიტექტურული ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექვსსართულიანი სასტუმროს შენობა აშენდა 1913 წელს მოდერნის სტილში [1], არქიტექტორ ჯოზეფ პლოშკოს [2][3] ბაქოს ნავთობის მრეწველის, მუსა ნაგიევის ხარჯზე. სასტუმროს შენობა იყო ბაქოს რამდენიმე სასტუმროთაგან ერთ-ერთი და საერთოდაც იშვიათი შენობა ქალაქში, რომელიც აღჭურვილია ლიფტებით. საბჭოთა კავშირის პირველ წლებში აზერბაიჯანის სხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან სტუმრები ჩვეულებრივ სასტუმროში რჩებოდნენ, ხოლო უცხოელები - ინტურისტის სასტუმროში [4].

ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორიცაა სერგეი ესენინი ცნობილი რუსი პოეტი-იმაჟინისტი 1925 წელს, გაჩერდა აღნიშნულ სასტუმროში, კერძოდ №59-ში. ასევე ცნობილი სტუმრებიდან აღსანიშნავია რურიკ ივნევი გაჩერდა სასტუმროს №81-ში. 1925 წლის ივნისში სასტუმროს ეწვია ცნობილი რუსი მსახიობი ვასილი კაჩალოვი.

1950 წელს ჰეიდარ ალიევი, რომელიც ახალი ჩამოსული იყო ქალაქში სამუშაოდ, დასახლდა ერთ-ერთ სასტუმროს ოთახში, მოგვიანებით ის გახდა აზერბაიჯანის სსრ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი. ალიევი აქ რვა თვე დარჩა [4]. მოგვიანებით, ალიევმა გაიხსენა 40-იანი წლების დასაწყისში სასტუმროში ყოფნის შესახებ: „მახსოვს, როგორ დაახლოებით 40-იანი წლების დასაწყისში - მაშინ ბაქოში არ ვცხოვრობდი - ბაქოში ჩამოვედი. აქ მოვედი, ოთახი ავიღე და ამ სასტუმრომ იმწამსვე აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში. როდესაც აქ ლიფტი დავინახე, ვიცოდი, რომ იმ დროს ბაქოს არცერთ შენობაში არ იყო ლიფტი და თუ ლიფტი იყო, ძალიან ცოტა ადგილას. მაგრამ ამ შენობაში ლიფტი იყო და ყველას, ვინც ხედავდა, სიამოვნებით იყენებდა მას.“

Yeni Avropa otelinin binası.jpg

1999 წლის 3 ოქტომბერს, ყოფილი სასტუმროს რესტავრირებულ შენობაში, გაიმართა რუსეთის ნავთობკომპანიის „ლუკოილის“ ახალი ოფისის საზეიმო გახსნა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი [4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასტუმრო

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]